Belive

პრემიერ ლიგაში დიდების დარბაზი შეიქმნა: ვინ მოხვდა პირველ ეტაპზე საუკეთესოთა შორის?

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ინგლისის პრემიერ ლიგაში დიდების დარბაზი შეიქმნა. ინგლისური ფეხბურთის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეთა დარბაზში პირველ ეტაპზე ტიერი ანრი და ალან შირერი შეაბიჯებენ, რომელთაც დამადასტურებელი ჯილდოები უკვე გადაეცათ. "ბლექბერნ როვერსთან" ერთად ინგლისის ჩემპიონატის მომგებმა შირერმა პრემიერ ლიგის ისტორიაში 260 გოლის გატანა მოახერხა და ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის სტატუსსაც ერთპიროვნულად, თანაც დღემდე უკონკურენტოდ დაეუფლა. "არსენალის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი, ტიერი ანრი საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატის და ოთხჯერ ევროპის ოქროს ბუცის გამარჯვებული გახდა. მან ლონდონურ კლუბთან ერთად, პრემიერ ლიგა 2002 და 2004 წლებში მოიგო.
Alan Shearer and Thierry Henry won seven Premier League Golden Boot awards between them
უკვე ცნობილია ის კრიტერიუმებიც, რომელთა მეშვეობითაც მოთამაშეებს პრემიერ ლიგის დიდების დარბაზში მიიღებენ.
  • ფეხბურთელს პრემიერ ლიგაში სულ მცირე 250 მატჩი უნდა ჰქონდეს ჩატარებული;
  • ერთი გუნდის მაისურით სულ მცირე 200 მატჩი უნდა ჰქონდეს ჩატარებული;
  • უნდა იყოს პრემიერ ლიგის დეკადის ან ოცწლეულის საუკეთესო გუნდში მოხვედრილი;
  • მოგებული უნდა ჰქონდეს პრემიერ ლიგის ოქროს ბუცი ან ოქროს ხელთათმანი;
  • უნდა იყოს დასახელებული პრემიერ ლიგის სეზონის მოთამაშედ;
  • უნდა ჰქონდეს პრემიერ ლიგის სულ მცირე 3 ტიტული მოგებული;
  • უნდა ჰქონდეს პრემიერ ლიგაში სულ მცირე 100 გოლი გატანილი ან მინიმუმ 100 შეხვედრაში კარი მშრალად უნდა ჰქონდეს შენახული (მეკარის შემთხვევაში).
შირერს და ანრის , როგორც დიდების დარბაზის ახლადარჩეულ წევრებს, პრემიერ ლიგის ექვსი სხვა ვარსკვლავი შეუერთდება, რომელთაც ფეხბურთის გულშემატკივრებმა მისცეს ხმა. ორშაბათს Sky Sports- ის სატელევიზიო შოუს ეთერში, შერჩეული 23 ნომინანტის ნუსხა გამოცხადდება, სადაც ასევე იქნება ინტერვიუები შირერთან და ჰენრისთან. ამის შემდეგ, გულშემატკივრებს ხმის მიცემისთვის რამდენიმე საათი ექნებათ და მას მერე დარჩენილი 6 გამარჯვებულის ვინაობაც გაირკვევა.  

სხვა სტატიები