პრემიერ ლიგაში გამარჯვებული გუნდის გამოვლენის წესი შეიცვალა

პრემიერ ლიგის 2019/20 წლების სეზონის დაწყებამდე 1 თვეზე ნაკლები რჩება. ერთ-ერთ ყველაზე სანახაობრივი ჩემპიონატის დაწყებამდე, ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

იმ შემთხვევაში, თუკი ორი ან მეტი კლუბი 38 ტურის შემდეგ თანაბარ ქულებს დააგროვებს, გამარჯვებული გახდება ის, რომელსაც ურთიერთშეხვედრებში უკეთესი მაჩვენებელი ექნება დაფიქსირებული – აქამდე გამარჯვებული ხდებოდა ის გუნდი, რომელსაც გატანილი და გაშვებული გოლების უკეთესი ბალანსი ჰქონდა.

თუკი ურთიერთშეხვედრებში რომელიმე გუნდს უპირატესობა არ აქვს მოპოვებული, გამარჯვებულად გამოცხადდება ის, რომელმაც გასვლით მატჩში მეტი გოლი გაიტანა.

თუკი ამ შემთხვევაშიც თანაფარდობა დაფიქსირდება, ნეიტრალურ სტადიონზე ჩატარდება დამატებითი მატჩი, რომელიც გამარჯვებულს გამოავლენს.

ანალოგიური პრინციპით გამოვლინდება ჩემპიონთა ლიგისა თუ ევროპა ლიგის საგზურის მფლობელი, ასევე გასავარდნ ზონაში მოხვედრილი გუნდის ვინაობა.

 

(578)

პრემიერ ლიგაში გამარჯვებული გუნდის გამოვლენის წესი შეიცვალა

სტატიის ავტორი
-