Belive

პრემიერ ლიგაში მხოლოდ 13 ფეხბურთელს აქვს კევინ დე ბრუინზე მეტი საგოლე გადაცემა შესრულებული

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
პრემიერ ლიგის მე-7 ტურში პეპ გვარდიოლას გუნდმა გასვლაზე “შეფილდ იუნაიტედს“ მინიმალური სხვაობით 0:1 მოუგო. შეხვედრაში ერთადერთი გოლი კაილ ვოლკერმა დე ბრუინის საგოლე გადაცემით გაიტანა. კევინ დე ბრუინი მე-7 ტურში შესრულებული საგოლე გადაცემით მე-14 ადგილზე გადავიდა პრემიერ ლიგის ყველა დროის საუკეთესო ასისტენტებს შორის. ბელგიელის შედეგი ნამდვილად შთამბეჭდავია, თუ გავითვალისწინებთ, რომ მან პრემიერ ლიგის 160 შეხვედრაში 68 საგოლე გადაცემა შეასრულა. 2019-20 წლების ინგლისის ჩემპიონატის სეზონში ბელგიელი ახლოს იყო ტიერი ანრის რეკორდის დამხობასთან, თუმცა დე ბრუინს მხოლოდ ერთი საგოლე გადაცემა დააკლდა და სეზონი 20 საგოლე გადაცემით დაასრულა, რითიც “არსენალის“ ლეგენდის შედეგი გაიმეორა. გთავაზობთ პრემიერ ლიგის ყველა დროის 15 საუკეთესო ასისტენტების ჩამონათვალს: 15. დარენ ანდერტონი - 68 საგოლე გადაცემა 14. კევინ დე ბრუინი - 68 საგოლე გადაცემა 13. ეშლი იანგი - 69 საგოლე გადაცემა 12. ენდი კოული - 73 საგოლე გადაცემა 11. ტიერი ანრი - 74 საგოლე გადაცემა 10. ტედი შერინგემი - 76 საგოლე გადაცემა 9. დევიდ ბექჰემი - 80 საგოლე გადაცემა 8. ჯეიმს მილნერი - 84 საგოლე გადაცემა 7. სტივენ ჯერარდი - 92 საგოლე გადაცემა 6. დავიდ სილვა - 93 საგოლე გადაცემა 5. დენის ბერგკამპი - 94 საგოლე გადაცემა 4. ფრენკ ლამპარდი - 102 საგოლე გადაცემა 3. უეინ რუნი - 103 საგოლე გადაცემა 2. სესკ ფაბრეგასი - 111 საგოლე გადაცემა 1. რაიან გიგზი - 168 საგოლე გადაცემა    

სხვა სტატიები