Belive

პრემიერ ლიგის 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ინგლისის ჩემპიონატში უდავოდ ყველაზე გამორჩეული სპეციალისტები მუშაობენ, პრემიერ ლიგის გუნდის მწვრთნელობა ნებისმიერისთვის დიდი გამოწვევაა, რადგან ინგლისის ჩემპიონის ტიტულის მოგება ძალიან რთულია, მაგალითად, "ლივერპულს" ჩემპიონობისთვის 30 წელი დასჭირდა. ინგლისურ კლუბებში მუშაობენ ისეთი სპეციალისტები, როგორებიც არიან: ჟოზე მოურინიო, პეპ გვარდიოლა, იურგენ კლოპი და კარლო ანჩელოტი. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ "ქალაქელთა" ესპანელმა დამრიგებელმა კლუბთან კონტრაქტი 2023 წლამდე გაახანგრძლივა. საინტერესოა, რამდენს გამოიმუშავებენ გვარდიოლა და მისი კოლეგები ყოველკვირეულად. Sportekz-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით გთავაზობთ პრემიერ ლიგაში მომუშავე მწვრთნელების ჩამონათვალს ყოველკვირეული ანაზღაურების მიხედვით : 10. როი ჰოდსონი - 93.750 ფუნტი სტერლინგი კვირაში 9. ბრენდან როჯერსი - 105.000 ფუნტი სტერლინგი კვირაში 8. მიკელ არტეტა - 105.000 ფუნტი სტერლინგი კვირაში 7. ოლე გუნარ სულშერი - 160.000 ფუნტი სტერლინგი კვირაში 6. მარსელო ბიელსა - 166.660 ფუნტი სტერლინგი კვირაში 5. ფრენკ ლამპარდი - 166.850 ფუნტი სტერლინგი კვირაში 4. კარლო ანჩელოტი - 230.000 ფუნტი სტერლინგი კვირაში 3. ჟოზე მოურინიო - 313.000 ფუნტი სტერლინგი კვირაში 2. იურგენ კლოპი - 313.500 ფუნტი სტერლინგი კვირაში 1. პეპ გვარდიოლა - 417.500 ფუნტი სტერლინგი კვირაში როგორც ხედავთ, მიუხედავად იმისა, რომ მიკელ არტეტას და ფრენკ ლამპარდს დიდი სამწვრთნელო გამოცდილება არ აქვთ, ისინი პრემიერ ლიგის 10 ყველაზე მაღალანაზღაურებად მწვრთნელს შორის მაინც იმყოფებიან. მოურინიო და კლოპი მე-3 და მე-2 ადგილს იყოფენ და მათ ყოველკვირეულ ანაზღაურებაში სხვაობა სულ რაღაც 500 ფუნტი სტერლინგია. პირველ ადგილზე კი "სიტის" ესპანელი მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა იმყოფება, რომელიც ყოველკვირეულად ანაზღაურების სახით მე-2 ადგილოსან კლოპზე 104.000 ფუნტი სტერლინგით მეტს იღებს.  

სხვა სტატიები