Belive

პრემიერ ლიგის 13 სამარცხვინო რეკორდი

4 წლის წინ ფეხბურთი
5 წთ
თითოეული ფეხბურთელი, რომელმიც პრემიერ ლიგაში ასპარეზობს იმედოვნებს, რომ გულშემატკივარს განსაკუთრებული ქმედებით დაამახსოვრებს თავს. ალან შირერმა რეკორდული 260 გოლის გატანა შეძლო - რაიან გიგზმა კი 162 ასისტი გაიფორმა და 13 ტიტულეს დაეუფლა. პრემიერ ლიგის ისტორიაში მსგავსად გასაოცარი სტატისტიკის მქონე ფეხბურთელები თითზე ჩამოსათვლელადაა. სამწუხაროდ, პრემიერ ლიგაში მხოლოდ დასამახსოვრებელი და გასაოცარი რეკორდები არ მყარდება - არაერთი ფეხბურთელი და გუნდი ისტორიაში სამარცხვინო რეკორდით შევიდა.

ყველაზე მეტი პასი საგოლე გადაცემის გარეშე

"ჩელსის" ნახევარმცველმა ჟორჟინიომ 2332 პასი გაუკეთა თანაგუნდელებს - სამწუხაროდ საგოლე გადაცემა არცერთი პასი არ ყოფილა. მანამდე აღნიშნული ნეგატიური რეკორდის მფლობელი "სუონსის" ლეონ ბრიტონი იყო.
690

ყველაზე მეტი მარცხი ფეხბურთელისთვის იმ შეხვედრაში, რომელშიც გოლი გაიტანა

2017/18 წლების სეზონში, ჯეიმი ვარდი 9 შეხვედრაში დამარცხდა, რომელშიც გოლის გატანა შეძლო. მანამდე აღნიშნულ რეკორდს მატ ლე ტისიე და ჩარლი ოსტინი იზიარებდნენ, რომლებიც 7-7 შეხვედრაში დამარცხდნენ.

ყველაზე მეტი ავტოგოლი 

აღნიშნული რეკორდის უპირობო მფლობელი რიჩარდ დანი გახლავთ. ირლანდიელი მცველი "მანჩესტერ სიტის" ღირსებას 9 წლის განმავლობაში იცავდა - ამ დროის მანძილზე დანმა 10 ავტოგოლი მიითვალა და მოწინააღმდეგის კარში მხოლოდ 7 გოლის გატანა შეძლო.

გუნდი, რომელმაც მეტოქის კარის მიმართულებით ყველაზე მეტჯერ დაარტყა მაგრამ მაინც დამარცხდა 

ვის შეეძლო მოწინააღმდეგის კარის მიმართულებით 35 დარტყმის განხორციელების მიუხედავად მარცხი? რა თქმა უნდა "არსენალს". "ვესტ ჰემთან" დაპირისპირების დროს, "მეთოფეებმა" უამრავი მომენტი შექმნეს მაგრამ 0:1 დამარცხდნენ.

ერთადერთი გუნდი, რომელმაც 4 ბურთიანი უპირატესობა გაანიავა

პრემიერ ლიგის ისტორიაში გუნდებს არაერთი სოლიდური უპირატესობა გაუნიავებიათ თუმცა 4 ბურთიანი უპირატესობის განიავება მხოლოდ "არსენალმა" შეძლო. იმ სეზონში "მეთოფეები" ჩემპიონობისათვის იბრძოდნენ და ნაკლებად თუ ვინმე წარმოიდგენდა, რომ "ნიუკასლთან" 4 ბურთიანი უპირატესობის მიუხედავად "არსენალი" მატჩის მოგებას ვერ შეძლებდა.

ფეხბურთელი, რომელმაც ხარიხას ყველაზე მეტჯერ გაარტყა 

რობინ ვან პერსიმ ხარიხას ბურთი 44-ჯერ გაარტყა. შესაძლოა ეს არ იყოს ყველაზე სამარცხვინო რეკორდი მაგრამ ჰოლანდიელმა შემტევმა ნამდვილად დაიმსახურა უიღბლოს ტიტული.

ყველაზე ხანმოკლე კარიერა პრემიერლიგაში

ჯო შერინს "ჩელსის" მაისურის მორგების შანსი 1997 წელს მიეცა. შერინმა ლეგენდარული ჯანფრანკო ძოლა შეცვალა და მოედანზე 60 წამი დაჰყო. აღნიშნული შეხვედრის შემდეგ, შერინს 1 წუთიც კი აღარ უთამაშია - მიუხედავად იმისა, რომ "ჩელსის" შემადგენლობაში 2000 წლამდე ირიცხებოდა.

ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხი

მიმდინარე სეზონში "საუთჰემპტონი" "ლესტერთან" გამანადგურებელი ანგარიშით 0:9 დამარცხდა. მანამდე აღნიშნული სამარცხვინო რეკორდი "შეფილდმა" დაამყარა, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედთან" 1995 წელს 0:9 განადგურდა.

სეზონის განმავლობაში დაგროვებული ყველაზე ნაკლები ქულა

2007/8 წლების სეზონში "დერბიმ" მხოლოდ 11 ქულის დაგროვება შეძლო. აღნიშნულ სეზონში "დერბიმ" მხოლოდ "ნიუკასლი" დაამარცხა, კლუბის საუკეთესო თავდამსხმელმა კი სეზონში 4 გოლი გაიტანა.

ყველაზე ცუდი სატრანსფერო ფანჯარა

დაუჯერებელია მაგრამ "ტოტენჰემი" ერთადერთი გუნდია, რომელმაც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს 1 ფეხბურთელიც კი არ შეიძინა. კიდევ უფრო დაუჯერებელია ის ფაქტიც, რომ ჩავარდნილი საზაფხულო სატრანსფერო ფანჯრის შემდეგ, "ტოტენჰემმა" იანვარშიც არავინ შეიძინა.

სეზონის ყველაზე ხანგრძლივი სტარტი გატანილი გოლის გარეშე

2017/18 წლების სეზონის სტარტზე, "კრისტალ პალასმა" ზედიზედ 7 შეხვედრაში ვერ შეძლო გოლის გატანა. ნეგატიური უგოლო სერია "ჩელსის" დამარცხებით შეწყდა.

ყველაზე მეტი წითელი ბარათი

აღნიშნულ სამარცხვინო რეკორდს პრემიერ ლიგის სამი ფეხბურთელი იზიარებს. რიჩარდ დანი, დანკან ფერგიუსონი და პატრიკ ვიეირა ყველაზე უხეშ სამეულს ქმნიან. თითოეული მათგანის ანგარიშზე 8 წითელი ბარათია.

ყველაზე სწრაფი წითელი ბარათი 

პრემიერ ლიგის ფანებს შესაძლოა ახსოვთ, რომ კეიტ ჟილეპსი ყველაზე სწრაფი წითელი ბარათის მფლობელია. "შეფილდ იუნაიტედი" "რედინგის" დაპირისპირების დროს, მას მხოლდო 12 წამი დასჭირდა წითელი ბარათის მისაღებად. აღნიშნულ სამარცხვინო რეკორდთან ყველაზე ახლოს სტივენ ჯერარდი იყო - "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ შეცვლაზე შესულმა ჯერარდმა წითელი ბარათი 38 წამში მიიღო.

სხვა სტატიები