Belive

პრემიერ ლიგის 6 მოთამაშეს კორონავირუსი დაუდგინდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სანამ პრემიერ ლიგა განახლდება, ბრიტანეთში ფეხბურთელებს კორონავირუსზე აქტიურად ამოწმებენ. ოფიციალური ინფორმაციით, შემოწმების შედეგად 6 ფეხბურთელს COVID-19 დაუდგინდა. ბრიტანული მედიის ცნობით, ამ მომენტისთვის ტესტირება 748 ფეხბურთელსა და გუნდის წარმომადგენლებს ჩაუტარდა - 3 გუნდის 6 მოთამაშეს კორონავირუსი დაუდგინდა. ისინი სასწრაფოდ თვითიზოლაციაში გადაიყვანეს. ფეხბურთელთა ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. ორშაბათს პრემიერ ლიგის გუნდებს უკონტაქტო ვარჯიშის ჩატარების უფლება მიეცათ. გავრცელებული ინფორმაციით, ინგლისის საფეხბურთო ჩემპიონატი ივნისში გაგრძელდება.

კორონავირუსის გავლენა სპორტზე – გაიგეთ მეტი

სხვა სტატიები