Belive

პრემიერ ლიგის 9 კლუბი, რომელმაც სიტის წინააღმდეგ დაწესებულ შეზღუდვას მხარი დაუჭირა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ (CAS) ოფიციალურად დაადასტურა, რომ "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ დაწესებულ შეზღუდვას, პრემიერ ლიგის 9 კლუბმა მხარი დაუჭირა. შეგახსენებთ, UEFA-ს 2020 წლის იანვრის გადაწყვეტილებით, “მანჩესტერ სიტი” ჩემპიონთა ლიგაზე მომდევნო 2 სეზონის განმავლობაში მონაწილეობას ვერ მიიღებდა, თუმცა ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირმა გადაწყვეტილება შეცვალა, რაც იმას ნიშნავს, რომ “სიტი” ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში მომავალი სეზონიდანაც ითამაშებს. UEFA-ს სადისციპლინო კომიტეტის თანახმად, მანჩესტერული კლუბი ფეხბურთის მმართველ ორგანოს არასწორ დოკუმენტაციას აწვდიდა. ევროპის მმართველი საფეხბურთო ორგანოს გადაწყვეტილება, "მანჩესტერ სიტიმ" სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრა (CAS) და სასურველ შედეგს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ პრემიერ ლიგის 9-კლუბს "მანჩესტერ სიტისათვის" დაწესებული აკრძალვების შენარჩუნება სურდა. "არსენალი", "ბარნლი", "ჩელსი", "ლესტერი", "ლივერპული", "მანჩესტერ იუნაიტედი", "ნიუკასლი", "ტოტენჰემი" და "ვულვზი" - "ქალაქელების" წინააღმდეგ დაწესებული აკრძალვის შენარჩუნებას ითხოვდნენ.
Untitled

სხვა სტატიები