Belive

პრემიერ ლიგის დაბრუნების თარიღი ცნობილია?!

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კორონავირუსის გამო, ევროპის პრაქტიკულად ყველა საკლუბო საფეხბურთო ჩემპიონატი შეწყდა ან განუსაზღვრელი ვადით გადაიდო. პრემიერ ლიგის ეგიდით გამართული უკანასკნელი მატჩი 9 მარტს, "ლესტერსა" და "ასტონ ვილას" შორის შედგა. გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ ლიგის წარმომადგენლები ბრიტანეთის ხელისუფლებასთან აქტიურ მოლაპარაკებებს მართავენ. წყაროს მტკიცებით, აქტიურად განიხილება პრემიერ ლიგის ივნისში გაგრძელების შესაძლებლობა. პრემიერ ლიგის წარმომადგენლები მზად არიან მატჩები დახურულ სტადიონებზე, გულშემატკივრების გარეშე განახლდეს. უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა სატელევიზიო კომპანიებთან, რათა ყველა მატჩის სატელევიზიო ტრანსლირება მოხდეს. იმ შემთხვევაში თუ პრემიერ ლიგა ივნისში განახლდება და გულშემატკივარს მატჩებზე დასწრების უფლება არ ექნება, პრემიერ ლიგის მესვეურები იმედოვნებენ, რომ ყველა მატჩის პირდაპირ ეთერში გადაცემას უზრუნველყოფენ. პრემიერ ლიგის მატჩების სატელევიზიო უფლებები Sky Sports-სა და BT Sport-სს ეკუთვნის. პრემიერ ლიგის მესვეურები უკვე შეხვდნენ გუნდების წარმომადგენლებს. შეხვედრაზე გუნდებს მიეცათ დირექტივა, რომ მოემზადონ მატჩების ივნისში გაგრძელების შესაძლებლობისთვის და ვარჯიშები მაისში განაახლონ.

სხვა სტატიები