Belive

პრემიერ ლიგის დიდების დარბაზის 23 ნომინანტი ცნობილია 

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

მას მერე, რაც პრემიერ ლიგამ დიდების დარბაზი შექმნა და პირველ წევრებად ტიერი ანრი და ალან შირერი მიიღო, ცნობილი გახდა კიდევ 23-კაციანი სია, რომელთაგანაც გულშემატკივარმა ხმის მიცემს საშუალებით საუკეთესო ექვსეული უნდა გამოავლინოს. საუკეთესოთა ნუსხაში ვერ მოხვდა "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ევერტონის" ყოფილი თავდამსხმელი, უეინ რუნი, რისი მიზეზიც ძალიან უცნაურია. საქმე ის გახლდავთ, რომ 23 რჩეულ ფეხბურთელს შორის ადგილი მხოლოდ იმ ფეხბურთელებს ერგოთ, რომლებმაც კარიერა 2020 წლის აგვისტომდე დაამთავრეს. პრემიერ ლიგის ყველა დროის საუკეთესო 23 ფეხბურთელის სია, რომლებიც დიდების დარბაზში მოხვედრის კანდიდატები არიან, ასე გამოიყურება:

  1. ტონი ადამსი
  2. დევიდ ბექჰემი
  3. დენის ბერგკამპი
  4. სოლ კემპბელი
  5. ერიკ კანტონა
  6. ენდი კოული
  7. ეშლი კოული
  8. დიდიე დროგბა
  9. რიო ფერდინანდი
  10. ლეს ფერდინანდი
  11. რობი ფაულერი
  12. სტივენ ჯერარდი
  13. როი კინი
  14. ფრენკ ლამპარდი
  15. მეტ ლე ტისერი
  16. მაიკლ ოუენი
  17. პიტერ შმიხელი
  18. პოლ სქოულზი
  19. ჯონ ტერი
  20. რობინ ვან პერსი
  21. ნემანია ვიდიჩი
  22. პატრიკ ვიირა
  23. იან რაიტი
უკვე ცნობილია ის კრიტერიუმებიც, რომელთა მეშვეობითაც მოთამაშეებს პრემიერ ლიგის დიდების დარბაზში მიიღებენ:
  • ფეხბურთელს პრემიერ ლიგაში სულ მცირე 250 მატჩი უნდა ჰქონდეს ჩატარებული;
  • ერთი გუნდის მაისურით სულ მცირე 200 მატჩი უნდა ჰქონდეს ჩატარებული;
  • უნდა იყოს პრემიერ ლიგის დეკადის ან ოცწლეულის საუკეთესო გუნდში მოხვედრილი;
  • მოგებული უნდა ჰქონდეს პრემიერ ლიგის ოქროს ბუცი ან ოქროს ხელთათმანი;
  • უნდა იყოს დასახელებული პრემიერ ლიგის სეზონის მოთამაშედ;
  • უნდა ჰქონდეს პრემიერ ლიგის სულ მცირე 3 ტიტული მოგებული;
  • უნდა ჰქონდეს პრემიერ ლიგაში სულ მცირე 100 გოლი გატანილი ან მინიმუმ 100 შეხვედრაში კარი მშრალად უნდა ჰქონდეს შენახული (მეკარის შემთხვევაში).
 

სხვა სტატიები