Belive

პრემიერ ლიგის დიდების დარბაზის პირველ წევრებს მარტში დაასახელებენ

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პრემიერ ლიგის მესვეურებმა ოფიციალურად დაადასტურეს, რომ დიდების დარბაზის პირველი წევრების ვინაობა 19 მარტს გახდება ცნობილი. პრემირ ლიგის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ მოხსენებაში აღნიშნულია: "პრემიერ ლიგის დიდების დარბაზის წევრობა იქნება უდიდესი ინდივიდუალური ჯილდო, რომელიც მოთამაშეებს გადაეცემათ ლიგის წარმომადგენლების მიერ." უცნაურია მაგრამ პრემიერ ლიგის დიდების დარბაზში მხოლოდ მოთამაშეებს შეიყვანენ და არა მენეჯერებს. არაერთი კრიტიკოსის აზრით, სამარცხვინოა დიდების დარბაზში ისეთი ღვაწლმოსილი მენეჯერების არ შეყვანა, როგორიცაა: სერ ალექს ფერგიუსონი, არსენ ვენგერი, ჟოზე მოურინიო, პეპ გვარდიოლა და მრავალი სხვა. პრემიერ ლიგის დიდების დარბაზის პირველ ორ წევრს ლიგის მესვეურები შეარჩევენ - შემდეგი ეტაპიდან კი ფანებსაც ექნებათ ხმის მიცემის შესაძლებლობა. პირველი ორი წევრის ვინაობის შესახებ სპეკულაციები უკვე დაწყებულია. არაერთი ფანის მტკიცებით, ყველაზე რეალური კანდიდატი ალან შირერია - "ნიუკასლის" ყოფილი ვარსკვლავი დღემდე პრემიერ ლიგის ყველა დროის ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელია. მეორე წევრად კი რაიან გიგზი სახელდება - "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ვარსკვლავმა 13 ტიტული მოიპოვა და ყველაზე მეტი შედეგიანი საგოლე გადაცემა შეასრულა.

სხვა სტატიები