Belive

პრემიერ ლიგის განახლების სავარაუდო თარიღი ცნობილია

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კორონავირუსის გამო პრემიერ ლიგა და არა მარტო პრემიერ ლიგა უკვე დიდი ხანია შეწყვეტილია. ინგლისში სიტუაცია ნელ-ნელა ლაგდება და დაიწყო საუბრები სეზონის განახლებასთან დაკავშირებით. პარასკევს ინგლისის გუნდების მესვეურები შეიკრიბნენ და უმეტესმა ნაწილმა სეზონის გაგრძელებას მხარი დაუჭირა. "Sky Sport-ზე" დაყრდნობით ვიგებთ, რომ გუნდები მალე ვარჯიშს განაახლებენ და შეხვედრები 8 ივნისს დაიწყება. საუბრები მიდის იმის შესახებ თუ რა სიხშირით ჩატარდება ტურები, რადგან აგვისტომდე ყველაფერი უნდა დამთავრდეს. პრემიერ ლიგის დასრულებამდე კი 9 ტურია დარჩენილი. ინგლისის პრემიერ ლიგის ხელმძღვანელები, მთავრობისგან დასტურს ელოდებიან, რათა ძალაში შეიყვანონ თავიანთი გეგმა. ბრიტანეთის საგარეო საქემთა მინისტრმა, დომინიკ რააბმა განაცხადა, რომ ბრიტანეთი კიდევ 3 კვირის განმავლობაში იქნება ჩაკეტილი. საბოლოო ჯამში, თუ მთავრობა თანხმობას განაცხადებს, პრემიერ ლიგა 8 ივნისს განახლდება.

სხვა სტატიები