Belive

პრემიერ ლიგის მატჩების ყურება Youtube-ში გახდება შესაძლებელი?!

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პრემიერ ლიგის სეზონი შესაძლოა სენსაციურად დაბრუნდეს და ფანებს შესაძლებლობა მიეცეთ მატჩებს პირდაპირ ეთერში, Youtube-ში უფასოდ ადევნონ თვალი. კორონავირუსის პანდემიის გამო, ინგლისის უმაღლესი საკლუბო საფეხბურთო ჩემპიონატი მარტის თვიდან შეჩერებულია. გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ ლიგის დაბრუნების ერთ-ერთ თარიღად 12 ივნისი სახელდება. მატჩბი გულშემატკივრებისთვის დახურული იქნება და შესაძლოა ნეიტრალურ ლოკაციებზე ჩატარდეს თუმცა პრემიერ ლიგის დარჩენილი 92 დაპირისპირება სატელევიზიო ტრანსლაციით გადაიცემა. The Times-ის მტკიცებით, პრემიერ ლიგის დარჩენილი მატჩების გარკვეული რაოდენობის ტრანსლირება Sky Sports-ისა და BT Sport-ის Youtube-ის გვერდებზე მოხდება და ნებისმიერ გულშემატკივარს უფასოდ შეეძლება ყურება.

სხვა სტატიები