Belive

პრემიერ ლიგის მოგება გვარდიოლამ პიცის გამოძახებით აღნიშნა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით, "მანჩესტერ სიტიმ" 5 სეზონში პრემიერ ლიგა მესამედ მოიგო. სვლის ტრიუმფალურად დასასრულებლად, გვარდიოლას წინ ჩემპიონთა ლიგის ფინალი ელოდება. პრემიერ ლიგის ტიტულის ოფიციალურად გაფორმების შემდეგ, "მანჩესტერ სიტის" სრულმა შემადგენლობამ (მწვრთნელები, თანამშრომლები, ფეხბურთელები) წვეულება მოაწყო, რომლის შესახებაც თავად პეპმა ისაუბრა.
"წვეულებაზე მხოლოდ ჩვენი შიდა წრე შეიკრიბა, კორონავირუსის საფრთხე არ გვემუქრება. ცოტა დავლიეთ, ვიცეკვეთ, ერთმანეთს გადავეხვიეთ. 11:30-ზე პიცა გამოვიძახეთ, ეს კი წვეულების საუკეთესო მომენტი იყო. არ ვიცი რატომ, თუმცა ინგლისში წვეულება ყოველთვის ალკოჰოლთან ასოცირდება და არა საკვებთან. ასე რომ, პირადად ჩემთვის, პიცის მოსვლა საუკეთესო მომენტი იყო", - აღნიშნა პეპმა.
ცნობილია, რომ ერთ-ერთი პირველი ადამიანი, ვინც პეპს გამარჯვება მიულოცა, იურგენ კლოპი იყო.
"კლოპს ძალიან დიდ პატივს ვცემ. მასთან ერთად, ანჩელოტისაც. კლოპი ჩემთვის შთაგონების წყაროა: ის, რასაც იგი დორტმუნდსა და ლივერპულში აკეთებდა, მე უკეთეს მწვრთნელად მაყალიბებს. კლოპსა და კარლოს დიდ მადლობას ვუხდი", - განაცხადა გვარდიოლამ.
 

სხვა სტატიები