Belive

პრემიერ ლიგის მოთამაშეების ანაზღაურება რეკორდულ ოდენობამდე გაიზარდა!

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის, Deloitte-ის ინფორმაციით, გასულ წელს ინგლისის პრემიერ ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელების ჯამურმა ანაზღაურებამ $3.7 მილიარდი შეადგინა, რაც 2016/17 წლების სეზონთან შედარებით, 15%-იან ზრდას წარმოადგენს. ამის პარალელურად, პრემიერ ლიგის 20-მა გუნდმა ისტორიაში ყველაზე დიდი მოცულობის შემოსავალი (£4,8 მლრდ.) მიიღო. აღსანიშნავი ფაქტია, რომ შემოსავლის 89% "დიდ ექვსეულზე" გადანაწილდა (არსენალი, ჩელსი, ლივერპული, მანჩესტერ სიტი, მანჩესტერ იუნაიტედი და ტოტენჰემი). Deloitte-ის წარმომადგენლის, ტიმ ბრიჯის შეფასებით, მომდევნო წლების განმავლობაში პრემიერ ლიგის გუნდების ოპერაციული შემოსავლის ვარდნა არის მოსალოდნელი, რაც ტელეტრანსლაციების გაყიდვებიდან შემოსული თანხის უმნიშვნელო ზრდას უკავშირდება.

სხვა სტატიები