Belive

პრემიერ ლიგის პირველი კლუბი, რომელიც ანაზღაურების შემცირებას დათანხმდა ცნობილია

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციით, "საუთჰემპტონი" გახდა პრემიერ ლიგის პირველი კლუბი, რომელმაც ფეხბურთელებთან და სამწვრთნელო შტაბთან ანაზღაურების შემცირების თაობაზე შეთანხმებას მიაღწია. წყაროს მტკიცებით, "საუთჰემპტონის" ფეხბურთელებმა და სამწვრთნელო შტაბმა მომდევნო სამი თვის განმავლობაში ანაზღაურების შემცირებაზე თანხმობა განაცხადეს. "წმინდანების" ვარსკვლავები აპრილის, მაისისა და ივნისის ხელფასებიდან გარკვეულ პროცენტს გაიღებენ, რათა კლუბის მომსახურე პერსონალს სამსახური და ანაზღაურება შეუნარჩუნდეს. აღსანიშნავია, რომ "საუთჰემპტონი" პრემიერ ლიგის პირველი გუნდია, რომელმაც ანაზღაურების შემცირების თაობაზე შეთანხმებას მიაღწია.  

სხვა სტატიები