Belive

პრემიერ ლიგის პრე-სეზონი აშშ-ში | ტურნირს რამდენიმე ქალაქი უმასპინძლებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

The Atletic-ის ინფომრაციით, პრემიერ ლიგის მომავალი წლის პრე-სეზონი აშშ-ში გაიმართება. აღნიშნულ მატჩებს რამდენიმე ქალაქი უმასპინძლებს.

ინგლისის უმაღლესი საფეხბურთო ჩემპიონატის მიმართ ინტერესი, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ძალიან იზრდება. ჯერ კიდევ 2021 წლის სექტემბერში, გავრცელდა მოსაზრება, რომ ტურის მნიშვნელოვანი თამაშები ქვეყნის გარეთ გამართულიყო. თუმცა, პრემიერ ლიგის თავკაცებმა მაშინვე უარყვეს ეს ინფორმაცია და განაცხადეს, რომ რეგულარული სეზონის მატჩების საზღვარგარეთ გამართვა, გეგმის ნაწილი არ არის. მალევე გახდა ცნობილი, რომ 2022 წელს პრემიერ ლიგის პრე-სეზონი აშშ-ში გაიმართებოდა, თუმცა, პანდემიის გამო ეს გეგმა ჩაიშალა.

დეტალები ჯერ არ არის დაზუსტებული, მაგრამ მოსალოდნელია, რომ ივლისის ბოლოს, პრემიერ ლიგის პრე-სეზონი, აშშ-ში გაიმართება.

ტურნირში მონაწილეობას დაახლოებით ექვსი კლუბი მიიღებს, რომლებიც ორ ჯგუფად განაწილდებიან. გუნდები მატჩებს აღმოსავლეთ და დასავლეთ სანაპიროების სხვადასხვა ქალაქებში გამართავენ.

სხვა სტატიები