Belive

პრემიერ ლიგის ყველა დროის საუკეთესო კაპიტანი ცნობილია

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პრემიერ ლიგის ყველა დროის საუკეთესო კაპიტნად როი კინი დასახელდა. SPORTbible-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, პირველი ადგილი "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარულმა კაპიტანმა დაიკავა. აღსანიშნავია, რომ პრემიერ ლიგის ყველა დროის საუკეთესო კაპიტნის ტიტულისათვის როი კინი, სტივენ ჯერარდი, ჯონ ტერი და პატრიკ ვიეირა იბრძოდნენ. ხმათა უმრავლესობა (37%) როი კინმა დააგროვა, სტივენ ჯერარდს 31% ერგო. გულშემატკივართა 20%-მა საუკეთესო კაპიტნად ჯონ ტერი დაასახელა, ხოლო 12%-ის აზრით, პრემიერ ლიგის საუკეთესო კაპიტნის ტიტულს პატრიკ ვიეირა იმსახურებს.
Untitled

სხვა სტატიები