Belive

პრემიერ ლიგის ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული ლეგიონერების მიხედვით

4 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ
გთავაზობთ პრემიერ ლიგის ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეულს ლეგიონერების მიხედვით. მეკარე - პიტერ შმეიხელი  დანიელმა ლეგენდარულმა მეკარემ წარუშლელი კვალი დატოვა პრემიერ ლიგის ისტორიაში. მის ანგარიშზე 128 მშრალად შენახული კარია. შმეიხელს ასევე დაუვიწყარი "სეივები" აქვს გაკეთებული.
1
ცენტრალური მცველი - ვირჯილ ვან დაიკი ვან დაიკმა წინა სეზონი ისე განვლო, რომ ის ვერცერთმა ფეხბურთელმა ვერ მოატყუა. ჰოლანდიელი ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში მე-2 ადგილზე გავიდა და ახლა პრემიერ ლიგის ტიტულთან ძალიან ახლოს არის.
ცენტრალური მცველი - ნემანია ვიდიჩი ვიდიჩი საოცარ თამაშს აჩვენებდა "იუნაიტედში" ასპარეზობისას. სერბმა ფეხბურთელმა სამი ჩემპიონთა ლიგის ფინალი ითამაშა და ხუთჯერ მოიგო პრემიერ ლიგა.
ცენტრალური მცველი - ვინსენ კომპანი  ბელგიელი ფეხბურთელი წლების მანძილზე იმ "მანჩესტერ სიტის" კაპიტანი იყო, რომელიც ბრწყინავდა და საოცარ შედეგს აჩვენებდა პრემიერ ლიგაში. რომ არა ტრავმები, კომპანი გაცილებით დიდ სახელს დატოვებდა თანამედროვე ფეხბურთში.
ცენტრალური ნახევარმცველი - პატრიკ ვიეირა ფრანგი ფეხბურთელი პრემიერ ლიგის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია. ვიეირამ პრემიერ ლიგაში 307 მატჩი ჩაატარა და ფენომენალური კვალი დატოვა. პატრიკი იმ არსენალის ერთ-ერთი მთავარი ბირთვი იყო, რომელმაც გათამაშება წაგების გარეშე მოიგო.
ცენტრალური ნახევარმცველი - დავიდ სილვა ესპანელი ფეხბურთელი გახდა პირველი ვინც ყველაზე სწრაფად მოახერხა 200 გამარჯვების მოპოვება. სილვას ანგარიშზე 90 საგოლე გადაცემაა და იგი ამ მაჩვენებლით პრემიერ ლიგის ისტორიაში რეიტინგში მეშვიდეა.
მარჯვენა გარემარბი - კრიშტიანუ რონალდუ პორტუგალიელზე დაუსრულებლად ბევრი შეგვიძლია ვილაპარაკოთ. რონალდუ რა თქმა უნდა უსიტყვოდ განიხილება ამ შემადგენლობაში.
გამთამაშებელი - ერიკ კანტონა ეს პოზიცია თანამედროვე ფეხბურთში თითქმის აღარ არსებობს. ერიკ კანტონა კი ამ პოზიციის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელია. კანტონა გამოირჩეოდა თავისი თამაშის სტილით და არაორდინალური გადაწყვეტილებებით. მისი ხასიათიც კი გამოსარჩევია. სერ ალექს ფერგიუსონმა მას მე-4 მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი უწოდა, ვისთანაც კი ოდესმე უმუშავია.
მარცხენა გარემარბი - ედენ აზარი ამჟამად მადრიდის "რეალის" ვარსკვლავი პრემიერ ლიგაში ბრწყინავდა.  აზარი "ჩელსის" მაისურით 7 წლის განმავლობაში ასპარეზობდა და მთელ მსოფლიოს შეაყვარა თავი. 2014/2015 წლის სეზონში ბელგიელი პრემიერ ლიგის წლის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
ცენტრალური თავდამსხმელი - სერხიო აგუერო არგენტინელმა თავდამსხმელმა უკანასკნელ მატჩში "ასტონ ვილას" წინააღმდეგ ტიერი ანრის რეკორდი დაამხო. საქმე ეხება ლეგიონერების მიერ გატანილი გოლების რაოდენობას პრემიერ ლიგაში. ფრანგის ანგარიძე 175 გოლი გახლდათ, ხოლო აგუერომ ხსენებულ მატჩში 3 გოლის გატანა მოახერხა და 177 გოლიანი ნიშნული დააფიქსირა. კუნ აგუერო რა თქმა უნდა იმსახურებს ამ შემადგენლობაში ყოფნას.
ცენტრალური თავდამსხმელი - ტიერი ანრი ვინ თუ არა ტიერი ანრი? ბევრ გულშემატკივარს პრემიერ ლიგის გაგონებაზე სწორედ ფრანგი ლეგენდა ახსენდება. შეუძლებელია ბოლომდე იპოვო სიტყვები ანრის დასახასიათებლად და მისი თამაშის აღსაწერად. ანრი პრემიერ ლიგის გამორჩეული მოთამაშე იყო, არის და იქნება.

სხვა სტატიები