Belive

პრემიერ ლიგის ყველა დროის საუკეთესო ტრანსფერი

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
პრემიერ ლიგის ისტორიაში გულშემატკივრებს არაერთი საოცარი ტრანსფერი ახსოვთ. ბევრს მიაჩნია, რომ ინგლისის ჩემპიონატი საუკეთესო ლიგაა და სწორედ ამიტომ  პრემიერ ლიგაში თამაში ყველა გამორჩეული მოთამაშისთვის მიმზიდველია. პრემიერ ლიგის ისტორიაში ბევრი დიდებული ფეხბურთელის ტრანსფერი გავხსოვს, მაგრამ საინტერესოა, რომელია მათ შორის ყველა დროის საუკეთესო. Sky Sports-მა პრემიერ ლიგის ისტორიაში 20 საუკეთესო ტრანსფერის რეიტინგი შეადგინა. გთავაზობთ Sky Sports-ის მიერ შედგენილ რეიტინგს: 20. პეტერ ჩეხი 19. სერხიო აგუერო 18. ედენ აზარი 17. პატრიკ ვიეირა 16. დავიდ სილვა 15. ჯანფრანკო ძოლა 14. ვირჯილ ვან დაიკი 13. დენის ბერგკამპი 12. ნ'გოლო კანტე 11. მოჰამედ სალაჰი 10. ალან შირერი 9. ვინსენ კომპანი 8. უეინ რუნი 7. სოლ კემბელი 6. დიდიე დროგბა 5. როი კინი 4. ფრენკ ლამპარდი 3. ერიკ კანტონა 2. ტიერი ანრი 1. კრიშტიანუ რონალდუ როგორც ხედავთ, პრემიერ ლიგის ისტორიაში საუკეთესო ტრანსფერად კრიშტიანუ რონალდუს "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლა დასახელდა. 2003 წლის აგვისტოში პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი "წითელ ეშმაკებს" "სპორტინგიდან" 12 მილიონი ფუნტი სტერლინგის სანაცვლოდ შეუერთდა. "იუნაიტედში" გატარებული 6 სეზონის განმავლობაში რონალდუმ გუნდთან ერთად 3-ჯერ პრემიერ ლიგის ტიტული და ერთხელ ჩემპიონთა ლიგა მოიგო. Sky Sports News-ის წამყვანის ტომ უაითის განცხადებით:
"როცა მან "იუნაიტედთან" კონტრაქტს მოაწერა ხელი, ვიფიქრე, რომ ის გუნდს არ შეეფერებოდა. ამიტომ ჩემს არც ერთ სიტყვას არ მოუსმინოთ".
მე-2 ადგილზე "არსენალის" ლეგენდა ტიერი ანრია. ფრანგი შემტევი ლონდონურ კლუბს 1999 წელს "იუვენტუსიდან" 11 მილიონი ფუნტი სტერლინგის სანაცვლოდ შეუერთდა. მან "მეთოფეების" შემადგენლობაში 8 სეზონი გაატარა და გუნდის მაისურით 228 გოლი გაიტანა.  

სხვა სტატიები