პრემიერ ლიგის ყველა გუნდის ფეხბურთელს და სტაფის წევრს კორონავირუსის ტესტი ჩაუტარდა

მსოფლიო კორონავირუსს ნელ-ნელა ამარცხებს. უკვე განახლდა გერმანიის ბუნდესლიგა და სულ მალე მათ სერია ა და ესპანეთის ლა ლიგა შეუერთდება.

ასევე დაანონსდა პრემიერ ლიგის განახლება. ამასთან დაკავშირებით კი აბსოლიტურად ყველა გუნდის, ყველა ფეხბურთელს და სტაფის წევრს კორონავირუსის ტესტი ჩაუტარდა.

ჯამში ტესტი 1130 ადამიანს ჩაუტარდა და აბსოლიტურად ყველა პასუხი ნეგატიური იყო.

მაშ ასე, პრემიერ ლიგაში კორონავირუსით არაივნ არის დაინფიცირებული და სულ მალე ერთ-ერთი გამორჩეული ჩემპიონატი სრული დატვირთვით განახლდება.

ინგლისში ითვალისწინებენ მთავრობის მიერ მიცემულ მითითებებს და რა თქმა უნდა მატჩები მაყურებლის გარეშე ჩატარდება.

პრემიერ ლიგის ყველა გუნდის ფეხბურთელს და სტაფის წევრს კორონავირუსის ტესტი ჩაუტარდა

სტატიის ავტორი
-