Belive

პრემიერ ლიგის ყველა სეზონის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავები

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ბრიტანული მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "მანჩესტერ სიტი" ერლინგ ჰოლანდის შეძენას გეგმავს. გავლენიანი ტაბლოიდების მტკიცებით, "მანჩესტერ სიტიში" გადასვლის შემთხვევაში, "დორტმუნდის" შემტევი პრემიერ ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება. "დორტმუნდის" მაისურით ჩატარებულ 85 შეხვედრაში, ჰოლანდმა 82 გოლის გატანა შეძლო და ბუნდესლიგის ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო ვარსკვლავად ჩამოყალიბდა. ფენომენალური სტატისტიკის ფონზე, ჰოლანდის ტრანსფერით ევროპული ფეხბურთის ფლაგმანები ინტერესდებიან, თუმცა დიდი ალბათობით მისი კარიერა "მანჩესტერ სიტიში" გაგრძელდება. პრემიერ ლიგის გრანდი მზადაა ჰოლანდს კვირაში £500,000 გადაუხადოს. ერლინგ ჰოლანდის "მანჩესტერ სიტიში" გადასვლამდე, გადავხედოთ პრემიერ ლიგის ყველა სეზონის ყველაზე მაღალანაზღაურებად ვარსკვლავებს. 1992/93 - ჯონ ბარნსი (კვირაში £10,000) 1993/94 - ჯონ ბარნსი (კვირაში £10,000) 1994/95 - ერიკ კანტონა (კვირაში £18,000) 1995/96 - დენის ბერგკამპი (კვირაში £25,000) 1996/97 - ფაბრიციო რავანელი (კვირაში £42,000) 1997/98 - ალან შირერი (კვირაში £34,000) 1998/99 - ალან შირერი (კვირაში £34,000) 1999/00 - როი კინი (კვირაში £52,000) 2000/01 - როი კინი (კვირაში £52,000) 2001/02 - როი კინი (კვირაში £90,000) 2002/03 - როი კინი (კვირაში £90,000) 2003/04 - ერნან კრესპო (კვირაში £94,000) 2004/05 - ფრენკ ლამპარდი (კვირაში £98,000) 2005/06 - სტივენ ჯერარდი (კვირაში £100,000) 2006/07 - ანდრეი სევჩენკო (კვირაში £118,000) 2007/08 - ჯონ ტერი (კვირაში £135,000) 2008/09 - რობინიო (კვირაში £160,000) 2009/10 - კარლოს ტევესი (კვირაში £250,000) 2010/11 - კარლოს ტევესი (კვირაში £250,000) 2011/12 - კარლოს ტევესი (კვირაში £250,000) 2012/13 - კარლოს ტევესი (კვირაში £250,000) 2013/14 - უეინ რუნი (კვირაში £300,000) 2014/15 - უეინ რუნი (კვირაში £300,000) 2015/16 - უეინ რუნი (კვირაში £300,000) 2016/17 - უეინ რუნი (კვირაში £300,000) 2017/18 - ალექსის სანჩესი (კვირაში £350,000) 2018/19 - ალექსის სანჩესი (კვირაში £350,000) 2019/20 - დავიდ დე ხეა (კვირაში £375,000) 2020/21 - გარეთ ბეილი (კვირაში £560,000) 2021/22 - კრიშტიანუ რონალდუ (კვირაში £480,000)

სხვა სტატიები