Belive

პრემიერ ლიგის საუკეთესო და ყველაზე ცუდი შემტევი ნახევარმცველები

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მიმდინარე სეზონის პრემიერ ლიგის შემტევი ნახევარმცველების შეფასების შედეგად, კევინ დე ბრუინე საუკეთესოდ დასახელდა. ყველაზე ცუდი შემტევი ნახევარმცველის სტატუსი კი "ლივერპულის" ახალწვეულმა - ტიაგო ალკანტარამ მოიპოვა. გასული სეზონის პრემიერ ლიგაში შესრულებული 20 საგოლე გადაცემის შედეგად, კევინ დე ბრუინემ პრემიერ ლიგის ისტორიაში სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი. საპირისპიროდ, პრემიერ ლიგის ეგიდით ჩატარებულ 14 შეხვედრაში, ტიაგო ალკანატარას ანგარიშზე 0 გოლი და 0 საგოლე გადაცემა დაგროვდა. კევინ დე ბრუინე "ყველა დროის საუკეთესოდ" (GOAT) შეფასდა - ბრუნო ფერნანდეში კი "მსოფლიო დონის" ვარსკვლავებს შორის მოხვდა.
Untitled

ყველა დროის საუკეთესო: კევინ დე ბრუინე მსოფლიო დონის ვარსკვლავი: ბრუნო ფერნანდეში, ჯეკ გრილიში, ხამეს როდრიგესი, ილკაი გუნდოდანი, ბერნარდო სილვა, ჟორჟინიო ვეინალდუმი დაუფასებელი: მატეუშ კლინჩი, ტაკუმი მინამინო, ჯესი ლინგარდი, ჯოვანი ლო ჩელსო, მიგელ ალმირონი, ალექსის მაკალისტერი, ჯონ მაკგინი, მატეუს პერეირა გადაფასებული: კაი ჰავერცი, გილფი სიგურდსონი, როს ბარკლი, მარტინ ოდეგორი, დელე ალი, ერიკ ლამელა სუსტი: ჯონჯო შელვი, ალექს ივობი, ფილიპ კროვინოვიჩი, რუბენ ლოფტუს-ჩიკი, პერსი ტაუ კატასტროფა: ტიაგო ალკანტარა

სხვა სტატიები