Belive

პრემიერ ლიგის საუკეთესო სტადიონები

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პრემიერ ლიგის საუკეთესო სტადიონად "ვულვზის" საშინაო არენა დასახელდა. მიღებულმა გადაწყვეტილებამ არაერთი გულშემატკივრის უკმაყოფილება გამოიწვია - თუმცა სვადასხვა კრიტერიუმების დაჯამების შედეგად, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი "ვულვზის" სტადიონმა დაიმსახურა. Google-სა და Tripadvisor-ის შეფასებები, დისტანცია, კათხა ლუდისა და საკვების ღირებულება, სეზონური აბონემენტისა და სტადიონის ტურის ღირებულება - ეს ის კრიტერიუმებია, რომლითაც პრემიერ ლიგის სტადიონები შეფასდა და საუკეთესო გამოვლინდა. გასაკვირია, მაგრამ პირველ ხუთეულში ვერ მოხვდა "ლივერპულის" საკულტო სტადიონი - "ენფილდი". "ემირეიტსი" და "ოლდ ტრაფორდი" ათეულს მიღმა დარჩნენ - "სტემფორდ ბრიჯმა" კი ბოლო ადგილი დაიკავა. "ვულვზის" "მოლინეუქსი", "ნორვიჩის" "ქეროუ როუდი" და "შეფილდის" "ბრამალ ლეინი" პირველ, მეორე და მეოთხე ადგილებს იკავებენ.
44444444444

სხვა სტატიები