Belive

პრემიერ ლიგის სკანდალური აღიარება - VAR-ი სამ ეპიზოდში შეცდა

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

პრემიერ ლიგის წარმომადგენელთა მტკიცებით, მიმდინარე სეზონში ვიდეო გამეორების სისტემა (VAR) სამ ეპიზოდში შეცდა და თერთმეტმეტრიანის დანიშვნასთან დაკავშირებით მცდარი გადაწყვეტილება მიიღო. პრემიერ ლიგის მესვეურებმა აღიარეს, რომ VAR-ის შეცდომამ 3-მატჩზე იქონია გავლენა. ჰარი კეინის გაუქმებული პენალტი "ტოტენჰემის" სასარგებლოდ დანიშნული პენალტი, VAR-ის შედეგად გაუქმდა. ვიდეო მონიტორებთან მჯდარმა მაიკლ ოლივერმა შეცდომა დაუშვა, რასაც მოურინიოს მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა: "დედამიწის ზურგზე, ყველამ იცის, რომ ეს იყო 100%-იანი პენალტი."

ბრუნო ფერნანდეშის პენალტი "ასტონ ვილას" წინააღმდეგ გამართულ მატჩში, "მანჩესტერ იუნაიტედის" სასარგებლოდ დანიშნულმა თერთმეტმეტრიანმა გულშემატკივართა აღშფოთება გამოიწვია. პრემიერ ლიგის მოხსენებაში აღნიშნულია: "ეს იყო მცდარი გადაწყვეტილება. დანიშნული პენალტი VAR-ის შედეგად უნდა გაუქმებულიყო, თუმცა ასე არ მოხდა." "საუთჰემპტონის" პენალტი პრემიერ ლიგის წარმომადგენლებმა ასევე აღიარეს, რომ იმ დროს, როდესაც ჯეიმს უარდ-პრაუსის წინააღმდეგ ანდრე გომესი დაჯარიმდა პენალტი არ უნდა დანიშნულიყო. საბედნიეროდ უარდ-პრაუსმა პენალტი ვერ გაიტანა. მატჩის შემდეგ კარლო ანჩელოტიმ განაცხადა: "მთავარი არბიტრისა და ჩემი გუნდის პერფორმანსი მსგავსი იყო - კარგად არც ერთმა ითამაშა."

სხვა სტატიები