Belive

პრემიერ ლიგის თვის საუკეთესო მწვრთნელისა და ფეხბურთელის ვინაობა ცნობილია

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ევერტონისთვის" სექტემბერი გამორჩეულად კარგი თვე აღმოჩნდა - კარლო ანჩელოტის ხელმძღვანელობით, გუნდმა 3-დან 3 მატჩის მოგება შეძლო. ამჟამად, ჩატარებული 4 მატჩის შედეგად, "ევერტონი" პრემიერ ლიგის სათავეშია. წარმატებული შედეგების ფონზე, პრემიერ ლიგის სექტემბრის საუკეთესო მწვრთნელად სწორედ იტალიელი სპეციალისტი დასახელდა. რაც შეეხება საუკეთესო ფეხბურთელს: "ევერტონის" ფორვარდმა, დომინიკ კალვერტ-ლევინმა, 3 მატჩში 5 გოლის გატანა შეძლო და ბომბარდირთა დავას, "ტოტენჰემელ" სონთან ერთად, 6 გოლით ლიდერობს. მომდევნო შეხვედრას "ევერტონი" საკუთარ მოედანზე "ლივეპულის" წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 17 ოქტომბერს, 15:30-ზე გაიმართება.

სხვა სტატიები