Belive

პრემიერ ლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელი დასახელდა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის ნაკრებისა და "ლესტერის" 32 წლის ცენტრ ფორვარდი - ჯეიმი ვარდი პრემიერ ლიგის აპრილის თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
აპრილში ჯეიმი ვარდიმ 5 მატჩში 4 გოლი გაიტანა. ახლა ინგლისელ ცენტრ ფორვარდს პრემიერ ლიგაში 18 გოლი აქვს გატანილი. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მან ბოლო 12 მატჩში 11 გოლის გატანა შეძლო. "ლესტერის" მთავარმა მწვრთნელმა - ბრენდან როჯერსმა ჯეიმი ვარდიზე ისაუბრა: "ჯეიმი ვარდი 32 წლის ასაკშიც ერთ-ერთი საუკეთესოა პრემიერ ლიგაში. მიხარია, რომ მას კონტაქტი კლუბთან 2022 წლამდე აკავშირებს და ვიმედოვნებ, რომ მასთან ერთად მუშაობა დიდი ხნის განმავლობაში მომიწევს."  

სხვა სტატიები