Belive

პრემიერ ლიგის ტოპ 10 მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის პრემიერ ლიგაში ახალგაზრდა ფეხბურთელები გამოჩნდნენ, რომლებიც ყველაზე მაღალანაზღაურებად მოთამაშეებში დაწინაურდნენ. ერთ-ერთი ასეთი ფეხბურთელი "მანჩესტერ იუნაიტედის" ამომავალი ვარსკვლავი, მარკუს რეშფორდია. ინგლისელი შემტევი ათეულში შევიდა და მე-6 პოზიციაზე დამკვიდრდა. ათეული კი ასე გამოიყურება:

#10 ალექსანდრ ლაკაზეტი (არსენალი) - წელიწადში 9,5 მილიონი ფუნტი

Lacazette

#9 ჰარი კეინი (ტოტენჰემი) - წელიწადში 10,4 მილიონი ფუნტი

#8 დავიდ დე ხეა (მანჩესტერ იუნაიტედი) - წელიწადში 10,4 მილიონი ფუნტი

#7 მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) - წელიწადში 10,4 მილიონი ფუნტი

#6 მარკუს რეშფორდი (მანჩესტერ იუნაიტედი) - წელიწადში 12 მილიონი ფუნტი

#5 ენტონი მარსიალი (მანჩესტერ იუნაიტედი) - წელიწადში 13 მილიონი ფუნტი

#4 მესუთ იოზილი (არსენალი) - წელიწადში 14 მილიონი ფუნტი

#3 პოლ პოგბა (მანჩესტერ იუნაიტედი) - წელიწადში 15 მილიონი ფუნტი

#2 ალექსის სანჩესი (მანჩესტერ იუნაიტედი) - წელიწადში 16,4 მილიონი ფუნტი

#1 კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი) - წელიწადში 16,7 მილიონი ფუნტი

  როგორც ხედავთ, ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეების ათეულში 5 "იუნაიტედელია", ორი "მეთოფე", ხოლო თითო წარმომადგენელი "ლივერპულს", "ტოტენჰემსა" და "სიტის" ჰყავთ.

სხვა სტატიები