Belive

პრემიერ ლიგის წლის გუნდი ცნობილია

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
BBC-ის სპორტულმა რეპორტიორებმა პრემიერ ლიგის წლის გუნდი დაასახელეს. პრემიერ ლიგის 2018-19 წლების სეზონის გუნდი ძირითადად "მანჩესტერ სიტისა" და "ლივერპულის" ფეხბურთელებით დაკომპლექტდა. გუნდში სხვა კლუბის ფეხბურთელი მხოლოდ "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი, პოლ პოგბაა. პრემიერ ლიგის წლის გუნდი ასე გამოიყურება: მეკარე: ედერსონი (სიტი) დაცვა: ლაპორტე (სიტი); ვირჯილ ვან დაიკი (ლივერპული); ალექსანდერ-არნოლდი (ლივერპული); ენდრიუ რობერტსონი (ლივერპული). ნახევარდაცვა: ფერნანდინიო (სიტი); ბერნარდო სილვა (სიტი); პოლ პოგბა (მანჩესტერ იუნაიტედი). თავდასხმა: რაჰიმ სტერლინგი (სიტი); სადიო მანე (ლივერპული); სერხიო აგუერო (სიტი). აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ვირჯილ ვან დაიკი 2000-01 წლების სეზონის შემდეგ გახდა პირველი ჰოლანდიელი მცველი, რომელიც პრემიერ ლიგის წლის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. მაშინ ასეთი მოთამაშე იაპ სტამი იყო.  

სხვა სტატიები