Belive

პრემიერ ლიგის წლის საუკეთესო მწვრთნელი ცნობილია

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პრემიერ ლიგის ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, პეპ გვარდიოლა წლის საუკეთესო მწვრთნელად დასახხელდა. ეს ტიტული გვარდიოლას ზედიზედ მეორედ ერგო. ნიშანდობლივი ფაქტია, რომ ზედიზედ ორჯერ, პრემიერ ლიგის საუკეთესო მწვრთნელად, მხოლოდ ორი სპეციალისტია დასახელებული: სერ ალექს ფერგიუსონი ("მანჩესტერ იუნაიტედი") და ჟოზე მოურინიო ("ჩელსი"). "ჩემთვის დიდი პატივია ამ ჯილდოს მიღება. აუცილებლად გავუზიარებ ამ სიხარულს ჩემს ფეხბურთელებს, რადგან ეს მათი დამსახურებაა. ასევე დიდ მადლობას ვუხდი სამწვრთნელო შტაბს, რომლებიც ჩემთან ერთად იბრძოდნენ სხვა მწვრთნელების წინააღმდეგ. განსაკუთრებით გამოსაყოფია იურგენ კლოპი. ის საოცარი მოწინააღმდეგეა - ადამიანი, რომლის წინააღმდეგ ბოლო ტურამდე ვიბრძოდი," აღნიშნა პეპ გვარდიოლამ.

სხვა სტატიები