Belive

პრემიერ ლიგის უკანასკნელი ათწლეულის 10 საუკეთესო მატჩი

4 წლის წინ ფეხბურთი
5 წთ
უკანასკნელ ათწლეულში ინგლისის პრემიერ ლიგაში არაერთი განსაკუთრებული მატჩი გაიმართა. უხვგოლიანი და დრამატული დაპირისპირებები პრემიერ ლიგის ერთ-ერთ მთავარ უპირატესობას წარმოადგენს, რის გამოც მსოფლიოს მასშტაბით უამრავი გულშემატკივარი პრემიერ ლიგას საუკეთესო ჩემპიონატად მიიჩნევს. გთავაზობთ პრემიერ ლიგის უკანასკნელი ათწლეულის 10 საუკეთესო მატჩს. 10) "ტოტენჰემი" 5:3 "ჩელსი" | 2015 2015 წელს, საახალწლო ტურში, სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზე მყოფი "ჩელსი" "ტოტენჰემს" ესტუმრა. შეიძლება ითქვას, რომ "უაით ჰარტ ლეინზე" ჰარი კეინის ბენეფისი შედგა. "სპურსის" ინგლისელმა ვარსკვლავმა "ჩელსის" 2 გოლი გაუტანა და მონაწილეობა კიდევ 2 გოლში მიიღო. შეხვედრაში ანგარიში დიეგო კოშტამ გახსნა თუმცა 22 წუთიან ინტერვალში "ტოტენჰემმა" "ჩელსის" 4 გოლი გაუტანა.  
9) "ლივერპული" 2:2 "ჩელსი" | 2013 ლუის სუარესმა მატჩის 97-ე წუთზე შეძლო ანგარიშის გათანაბრება თუმცა გულშემატკივართა უმრავლესობას აღნიშნული შეხვედრა სხვა მიზეზის გამო დაამახსოცრდა. ერთ-ერთ ეპიზოდში, ბრუთზე ბრძოლის დროს, ლუის სუარესმა ბრანისლავ ივანოვიჩს უკბინა. აღნიშნული ინციდენტის გამო, ლუის სუარესს 10-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს.
8) "ლესტერი" 5:3 "მანჩესტერ იუნაიტედი" | 2014 მატჩის დასრულებამდე 30 წუთით ადრე, "ლესტერი" 1:3 მარცხდებოდა და ნაკლებად თუ ვინმე წარმოიდგენდა, რომ "მელიები" შეხვედრის მოგებას შეძლებდნენ. მოვლენები "მანჩესტერ იუნაიტედისათვის" კატასტროფულად განვითარდა და საბოლოოდ "ლესტერის" გამარჯვებით, ანგარიშით 5:3 დასრულდა.
7) "ნორვიჩი" 4:5 "ლივერპული" | 2016 იურგენ კლოპის გუნდი "ნორვიჩთან" 1:3 მარცხდებოდა თუმცა ადამ ლალანას მიერ მე-5 დამატებით წუთზე გატანილი გოლით დრამატული გამარჯვების მოპოვება შეძლო. პრემიერ ლიგის გულშემატკივართა უმრავლესობას ემახსოვრება მომენტი, როდესაც ემოციებს აყოლილმა იურგენ კლოპმა სათვალე დაკარგა.
6) "არსენალი" 2:3 "ტოტენჰემი" | 2010 აღნიშნულ მატჩში "არსენალი" მოწინააღმდეგეს 2:0 ამარცხებდა. "ტოტენჰემმა" სასწაულის მოხდენა შეძლო და ჩრდილო ლონდონურ დერბიში გამარჯვების მოპოვება შეძლო. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ გამარჯვებამდე "ტოტენჰემს" 17 წლის მანძილზე არ ყავდა "არსენალი" სტუმრად დამარცხებული.
5) "კრისტალ პალასი" 3:3 "ლივერპული" | 2014 მატჩი, რომლის დავიწყებასაც "ლივერპულის" ნებისმიერი გულშემატკივარი ისურვებდა. "ენფილდზე" "ჩელსისთან" 0:2 განცდილი მარცხის შემდეგ, "ლივერპულს" "კრისტალ პალასის" დიდი ანგარიშით დამარცხება ესაჭიროებოდა, რათა "მანჩესტერ სიტის" ქულებით გათანაბრებოდა და გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობითაც წნეხში მოექცია მოწინააღმდეგე. მერსისაიდული გრანდი "კრისტალ პალასს" 3:0 ამარცხებდა თუმცა მატჩი ფრედ, 3:3 დასრულდა. "კრისტალ პალასმა" შეხვედრის უკანასკნელ 10 წუთში "ლივერპულს" 3 გოლი გაუტანა.
4) "მანჩესტერ სიტი" 2:1 "ლივერპული" | 2019 გახსოვთ მომენტი, როდესაც ჯონ სტოუნსმა ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა? შესაძლოა ის გოლი გასული სეზონის საჩემპიონო ბრძოლაში გადამწყვეტი ყოფილიყო - "ქალაქელთა" გულშემატკივრის სასიხარულოდ, ჯონ სტოუნსმა "მანჩესტერ სიტი" გაშვებული გოლისგან იხსნა. საბოლოოდ, "მანჩესტერ სიტიმ" "ლივერპული 2:1 დაამარცხა - აღსანიშნავია, რომ ამ მატჩის შემდეგ, "ლივერპული" პრემიერ ლიგაში არ დამარცხებულა.
3) "მანჩესტერ იუნაიტედი" 8:2 "არსენალი" | 2011 2011 წლის 28 აგვისტო "არსენალის" გულშემატკივრებისათვის კატასტროფად იქცა. "ოლდ ტრაფორდზე" "მანჩესტერ იუნაიტედმა" ლონდონური გრანდი გაანადგურა. "არსენალმა" ეშლი იანგს დუბლის გაფორმების შესაძლებლობა მისცა და 1896 წლის შემდეგ ყველაზე დიდი ანგარიშით დამარცხდა - აღნიშნულ დაპირისპირებაში, "არსენალს" ფეხბურთელიც გაუძევეს.
2) "ნიუკასლი" 4:4 "არსენალი" | 2011  ვინმე წარმოიდგენდა, რომ შესვენებაზე 4 ბურთიანი უპირატესობით გასული "არსენალი" მატჩის მოგებას ვერ შეძლებდა? პრემიერ ლიგაში სასწაულები ხდება! "არსენალის" კარში გატანილი უკანასკნელი გოლის ავტორი შეიხ ტიოტე გახდა, რომელმაც შორეული გასროლით ტაბლოზე საბოლოო ანგარიში (4:4) დააფიქსირა. სამწუხაროდ, შეიხ ტიოტე 2017 წელს გარდაიცვალა თუმცა "ნიუკასლის" გულშემატკივრებს იგი სამუდამოდ ემახსოვრებათ.
1) "მანჩესტერ სიტი" 3:2 "ქუინს პარკ რეინჯერსი" | 2012  2012 წლის 13 მაისს, სერხიო აგუერომ "მანჩესტერ სიტის" ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა. პრემიერ ლიგის ჩემპიონობის ტიტულის მოსაპოვებლად, "ქალაქელებს" გამარჯვება ესაჭიროებოდათ - გამარჯვების მომტანი გოლი აგუერომ 92-ე წუთზე გაიტანა.

სხვა სტატიები