Belive

პრემიერლიგა დასრულდა - ჩემპიონთა ლიგის საგზური დღეს ლივერპულმა და ჩელსიმ გაიფორმეს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პრემიერლიგის ბოლო, 38-ე ტურში, ჩემპიონთა ლიგის საგზური ,,ლივერპულმა'' და ლონდონის ,,ჩელსიმ'' გაიფორმეს. ეს 2 გუნდი მომავალ სეზონში ინგლისს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ,,მანჩესტერ სიტისთან'' და ,,მანჩესტერ იუნაიტედთან'' ერთად წარადგენს. ბოლო ტურში ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შანსი ,,ლესტერსაც'' ჰქონდა, თუმცა ,,მელიები'' საკუთარ მოედანზე ,,ტოტენჰემთან'' 2:4 დამარცხდნენ. არადა, როჯერსის გუნდი,მოგების შემთხვევაში, გადაუსწრებდა მეოთხედგილოსან ,,ჩელსის'', რომელმაც სტუმრად ,,ასტონ ვილასთან'' წააგო. დღევანდელი მარცხის შედეგად, ,,ლესტერი'' მხოლოდ ევროპა ლიგის საგზურს დასჯერდა, სადაც ,,ვესტ ჰემთან'' ერთად იასპარეზებს. კონფერენს ლიგაზე ითამაშებეს ,,ტოტენჰემი'' - ,,დეზებმა'' ,,ლესტერთან'' გამარჯვებით ,,არსენალს'' აჯობეს და ცხრილში მე-7 ადგილი დაიკავეს. პრემიერლიგის დასრულებულ სეზონში ბოლო ადგილი ,,შეფილდმა'' დაიკავა, ,,ბლეიდსის'' გარდა, ჩემპიონშიფში ,,ვესტ ბრომვიჩი'' და ,,ფულემი'' დაქვეითდნენ.

პრემიერლიგის ბოლო ტურის ყველა მატჩის შედეგი:

 

სხვა სტატიები