Belive

პრემიერლიგაში 150 გოლზე მეტის გატანა მხოლოდ 9 ფეხბურთელმა შეძლო

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის "პრემიერლიგა" მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირია. იქ არაერთ ვარსკვლავს უთამაშია.  "პრემიერლიგა"-ში 150 და მეტი ბურთის გატანა მხოლოდ 9 ფეხბურთელმა შეძლო. აღსანიშნავია, რომ ცხრა მოთამაშიდან რვა თავდამსხმელია, ხოლო ერთი ნახევარმცველი. ფეხბურთელთა სია ასე გამოიყურება: ალან შირერი - 260 გოლი უეინ რუნი - 208 გოლი ენდრიუ კოული - 187 გოლი ფრენკ ლამპარდი - 177 გოლი ტიერი ანრი - 175 გოლი რობი ფაულერი - 163 გოლი ჟერმეინ დეფო - 162 გოლი სერხიო აგუერო - 150 გოლი მაიკლ ოუენი - 150 გოლი ამ ფეხბურთელთაგან მოქმედი მოთამაშეები უეინ რუნი, სერხიო აგუერო და ჟერმეინ დეფო არიან. ამ სამიდან კი, პრემიერლიგაში მხოლოდ აგუერო და დეფო თამაშობენ, შესაბამისად მათ ამ შედეგის გაუმჯობესება შეუძლიათ.

სხვა სტატიები