პრემიერლიგაში სეზონის საუკეთესო მწვრთნელობის ნომინანტები დაასახელეს

ინგლისის პრემიერლიგის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა 2019/20 წლების სეზონის საუკეთესო მწვრთნელის პრიზისთვის მებრძოლ სპეციალისტთა ოთხკაციანი სია გამოაქვეყნა.

ნუსხაში “ლივერპულის” თავკაცი იურგენ კლოპი, პრემიერლიგის ორი დებიუტანტი ფრენკ ლამპარდი (“ჩელსი”), და კრის ვაილდერი (“შეფილდი“) და გამოცდილი ბრენდან როჯერსი (“ლესტერი”) მოხვდნენ.

საუკეთესოს ასარჩევად გულშემატკივარს პრემიერლიგის ვებ-გვერდზე გამოკითხვაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს, რომელიც 10 აგვისტომდე გაგრძელდება. მათ გარდა, რჩეულს საფეხბურთო ექსპერტებიც გამოავლენენ.

 

(22)

პრემიერლიგაში სეზონის საუკეთესო მწვრთნელობის ნომინანტები დაასახელეს

სტატიის ავტორი
-