ვიდეო რეფერიმ ბოლო პერიოდში პრემიერლიგაში ბევრი საკამათო გადაწყვეტილება მიიღო. მოწყობილობას, რომელსაც ცოტა ხნის წინ ყველა ითხოვდა ფეხბურთში, დღეს მოწინააღმდეგეები გამოუჩნდა.
This is our game now. R.I.P. pic.twitter.com/FYvhrnvVuB
— Alex Shaw (@AlexShawESPN) December 29, 2019
ინგლისელებმა პრემიერლიგაში VAR-ის გაუქმების მოთხოვნით პეტიცია შექმნეს, რომლის ხელმომწერების რაოდენობამაც უკვე 2000-ს გადააჭარბა.
“ვიდეო რეფერის ტექნოლოგიამ პრემიერლიგაში სრული კრახი განიცადა. მან იმაზე მეტი შეცდომა მოგვიტანა, ვიდრე აქამდე იყო,” – ნათქვამია პეტიციაში.
VAR-ის მუშაობის შესახებ სოციალურ ქსელში გამოკითხვას ატარებს გარი ლინეკერიც. მონაწილეთა 70.9% ამ ტექნოლოგიის წინააღმდეგია, 21,1% კი – მხარს უჭერს მას.
Out of interest, what’s your view?
— Gary Lineker (@GaryLineker) December 29, 2019