Belive

პრემიერლიგის 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ინგლისურ მედიაში პრემიერლიგის სეზონის გუნდების ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელების ვინაობა გახდა ცნობილი. TOP 10-ს არც თუ ისე მოულოდნელად, "მანჩესტერ სიტის" თავკაცი, პეპ გვარდიოლა ლიდერობს - 20 მილიონი ევრო წელიწადში. მე-2 ადგილზეა "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი, მაურისიო პოჩეტინო, რომელიც 8.5 მილიონს იღებს. როგორც ხედავთ, სხვაობა პირველსა და მე-2 ადგილებს შორის ძალიან დიდია. პოჩეტინოსა და გვარდიოლას შემდეგ "იუნაიტედის" ნორვეგიელი დამრიგებელი, ოლე გუნსრ სოლსკიაერი მოდის. 46 წლის სპეციალისტს 7.5 მილიონს უხდიან. აღსანიშნავია, რომ ათეულში შევიდა ლონდონის "ჩელსის" ლეგენდა, ფრენკ ლამპარდი. 41 წლის ინგლისელი ყოფილი გუნდის მთავარ მწვრთნელად გუშინ დაინიშნა, ანაზღაურების სახით კი 5 მილიონს მიიღებს.

TOP 10 ასე გამოიყურება: 

65843736_3546599405485566_6649745861209227264_o

სხვა სტატიები