Belive

პრემიერლიგის 10 ყველაზე რთულად დასამხობი რეკორდი 

4 წლის წინ ფეხბურთი
5 წთ
ფეხბურთის გულშემატკივრები პრემიერლიგის 28-ე სეზონს ადევნებენ თვალს. ჩვენ ამჟამად მსოფლიოში ყველაზე კონკურენტუნარიანი ლიგის შესახებ ვსაუბრობთ, სადაც მოთამაშე გუნდები თუ ცალკეული ადამიანები ქომაგების გაოცებას ყოველდღიურად ახერხებენ. ინგლისის უმაღლეს საფეხბურთო დივიზიონში არსებობს ძირეული რეკორდები, რომლის მოხსნასთანაც ბევრი ვარსკვლავი და მათი გულშემატკივრები ახლოს არიან, მაგალითად ალან შირერის 260 გოლი, პეტრ ჩეხის 202 მშრალად შენახული კარი და რაიან გიგზის 162 საგოლე გადაცემა, თუმცა არის ისეთი მიღწევებიც, რომელთა გაუმჯობესებაც ძალიან რთული და თითქმის შეუძლებელიც კია. მას მერე, რაც იურგენ კლოპის "ლივერპულმა" ზედიზედ მოგებული შეხვედრების რეკორდი ვერ გააუმჯობესა, "ლესტერმა" კი "საუტჰემპტონი" სარეკორდო ანგარიშით (9:0) გაანადგურა, შეგვიძლია პრემიერლიგის იმ ისტორიულ შედეგებს გადავხედოთ, რომელთა გაუმჯობესებაც ნებისმიერი მწვრთნელის, ფეხბურთელის თუ კლუბისთვის ურთულესი მისია იქნება. 10. ყველაზე მცირე განსხვავება საჩემპიონო რბოლაში  (0 ქულა, 8 გოლის უპირატესობა მანჩესტერულ გრანდებს შორის 2011/12 წლების სეზონში) რთულია მუდმივად სეზონის ისეთი დრამატული დასასრულის ხილვა, როგორიც სერხიო აგუერომ "მანჩესტერ სიტის" ფანებს 2012 წელს აჩუქა. ბოლო ტურში, "ქუინს პარკ რეინჯერსთან" უკანასკნელ წუთზე გატანილი გამარჯვების გოლის შემდეგ, "ქალაქელებმა" 89 ქულა დააგროვეს, მეზობელ "წითელ ეშმაკებს" გაუთანაბრდნენ და გატანილ/გაშვებული გოლების შეფარდებაში 8 პუნქტით გაასწრეს.  
No description available.
9. ყველაზე ცოტა ქულა სეზონში  (11 ქულა - "დერბი ქაუნთი" 2007/08 სეზონში) ამჯერად საქმე ანტი-რეკორდთან გვაქვს, შედეგთან, რომლის გამეორებაც არცერთი გუნდის მიზანი არ იქნება, თუმცა 2007/08 წლების სეზონში "დერბი ქაუნთმა" ეს "მოახერხა" და პრემიერლიგას სეზონში დაგროვილი მხოლოდ 11 ქულით გამოეთხოვა. მას მერე დერბიშირელები პრემიერლიგაში აღარ დაბრუნებულან.
No description available.
8. ყველაზე ცოტა ქულა საჩემპიონო სეზონში  (75 ქულა - "მანჩესტერ იუნაიტედი" 1996/97 წლების სეზონი) წინა სეზონში "ჩელსიმ" და "ტოტენჰემმა" შესაბამისად 1 და 2 ქულით ნაკლები მოაგროვეს, ვიდრე სერ ალექსის გუნდმა 1997 წელს, მაშინ როცა პრემიერლიგა მეოთხედ მოიგეს.
No description available.
7. ყველაზე გრძელი წაუგებელი სერია  (49 მატჩი - "არსენალი" 2003 წლის 7 მაისიდან 2004 წლის 24 ოქტომბრამდე) შედეგი, რომლესაც პეპ გვარდიოლას "მანჩესტერ სიტიმაც" ვერ მიაღწია, გუნდმა რომელმაც ქვეყნის შიდა ტრიპლეტი მოიგო. 49-მატჩიანი წაუგებელი სერია მოქმედმა ჩემპიონმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" "ოლდ ტრაფორდზე" მარცხისას შეწყვიტა.
No description available.
6. დასწრების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი  (3 039 მაყურებელი - "უიმბლდონი" - 1:3 "ევერტონი", "შელჰარსტ პარკი, 1993 წლის 26 იანვარი) შეგიძლიათ ფსონი დადოთ, რომ გარდა იმ შემთხვევისა, თუ მატჩზე გულშემატკივრის დასწრება აკრძალული იქნება, მსოფლიოს საუკეთესო ლიგის ნებისმიერ შეხვედრას მინიმუმ 4 ათასი გულშემატკივარი ყოველთვის დაესწრება.
No description available.
5. ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი  (ჯონ ბარიჯი - 43 წლის და 162 დღის "მანჩესტერ სიტი" - "ქპრ" 1995 წლის 14 მაისი) შესაძლოა ფიქრობთ, რომ ფრედ ფრიდელი, მარკ შვარცერი ან ტედი შერინგამი თავისი კარიერის ბოლოს უხუცესი ფეხბურთელები იყვნენ, მაგრამ ბოდიშით, თქვენ ცდებით. პრემიერლიგის რეკორდი ინგლისელ მეკარეს ეკუთვნის, რომელიც ხსენებულ მატჩში დაამყარა. 30-წლიანი კარიერის განმავლობაში მან 29 კლუბში ითამაშა.
No description available.
4. ყველაზე სწრაფი გოლი  (7.69 წამი - შეინ ლონგი, "საუტჰემპტონის" მაისურით "ოუტფორდის" კარში 2019 წლის 23 აპრილს) ლედლი კინგის გოლი წლების განმავლობაში უამრავი ვარსკვლავისთვის ხელშეუხებელი რჩებოდა, თუმცა მიმდინარე წლის გაზაფხულზე შეინ ლონგმა მეტოქის კარი 8 წამით ნაკლებში და სარეკორდო დროში აიღო.
No description available.
3. ყველაზე სწრაფი ჰეთ-თრიკი  (2.56 წუთი, სადიო მანე "ასტონ ვილას" კარში, 2015 წლის 16 მაისს) შესაძლოა ფიქრობთ, რომ ასეთი რეკორდი შორეულ წარსულში მოასპარეზე რომელიმე ლეგენდარულ ფეხბურთელს ეკუთვნის, თუმცა სადიო მანე საპირისპიროს გვიმტკიცებს. სენეგალელმა არასრულ სამ წუთში მეტოქის კარი 3-ჯერ ჯერ კიდევ მაშინ აიღო, როცა "საუტჰემპტონის" მაისურს ირგებდა. წმინდანების შემადგენლობაში მან 2015 წლის 16 მაისს, გავარდნილი "ასტონ ვილას" კარი დალაშქრა. ჩვენს სიაში ეს ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დაცული რეკორდია.
No description available.
2. ყველაზე ხანგრძლივად ერთი გუნდის მთავარი მწვრთნელის რანგში (21 წელიწადი და 224 დღე, არსენ ვენგერი "არსენალში") ის რაც, ალექს ფერგიუსონმა და არსენ ვენგერმა გააკეთეს, დღეს ბევრი უმაღლესი დონის მწვრთნელისთვის ფაქტობრივად წარმოუდგენელია. მართალია, შოტლანდიელმა სპეციალისტმა თავის კლუბს ფრანგზე უფრო დიდხანს უერთგულა, თუმცა აქ მხოლოდ პრემიერლიგის დაარსების შემდეგ (1992) დაფიქსირებულ რეკორდებზე ვსაუბრობთ.
No description available.
1. ყველაზე მეტ სეზონში გატანილი გოლი  (21 - რაიან გიგზი, 1992/93-2012/13) ასეთი რამის გაკეთება თითქმის წარმოუდგენელია. თანაც უელსელმა ეს ერთადერთი კლუბის - "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში მოახერხა.
No description available.

სხვა სტატიები