Belive

პრემიერლიგის 10 რეკორდი, რომელთა დამხობაც "წარმოუდგენელია"

4 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ
პრემიერლიგა მსოფლიოს ყველაზე ყურებად საფეხბურთო ჩემპიონატადაა მიჩნეული. ფეხბურთის გულშემატკივარს ინგლისის ჩემპიონატისგან ბევრი დაუვიწყარი მომენტი ახსოვს - მატჩები, გოლები, სეივები და სხვა. ბრიტანულმა გამოცემებმა პრემიერლიგის ის 10 რეკორდი გამოარჩიეს, რომელთა დამხობაც "წარმოუდგენლად" მიაჩნიათ. 1. ჩემპიონისა და მე-2 ადგილოსნის ყველაზე მცირე სხვაობა (0 ქულა, 8 გოლიანი განსხვავება "მანჩესტერ სიტისთან") 2011/12 წლების სეზონში "ქუინს პარკ რეინჯერსთან" ბოლო წამებზე მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ტიტული ხელში "სიტიმ" ჩაიგდო. პელეგრინის გუნდსა და "იუნაიტედს" შორის ქულათა თანაფარდობა კი იყო, თუმცა "წითელი ეშმაკები" ბურთების სხვაობის გამო მე-2 ადგილზე გადავიდნენ. 2. ყველაზე ცოტა ქულა სეზონში (11 ქულა - "დერბი ქაუნთი" - 2007/08 წლების სეზონი) "დერბისთვის" აღნიშნული წელი საშინელი გამოდგა. გუნდმა სეზონში ერთადერთი გამარჯვება იზეიმა.
3. ჩემპიონობა ყველაზე ცოტა ქულით (75 ქულა - "მანჩესტერ იუნაიტედი" - 1996/97 წლები) 1997 წელს 75 ქულით გაჩემპიონდნენ "წითელ ეშმაკები". ასეთი დაბალი შედეგით პრემიერლიგა არავის არასდროს მოუგია. მანჩესტერელებს 5-5 ქულით ჩამორჩნენ "ტოტენჰემი" და "ჩელსი". აქვე შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში "ლივერპულმა" 97 ქულა მოაგროვა, თუმცა "სიტის" მაინც ვერ აჯობა (98) და მე-2 პოზიციას დასჯერდა.
4. ყველაზე მეტი თამაში წაუგებლად (49 მატჩი - "არსენალი") 2003 წლის 7 მაისიდან 2004 წლის 24 ოქტომბრამდე არსენ ვენგერის გუნდი თამაშს არ აგებდა და ჩემპიონობას ასე ზეიმობდა. "მეთოფეების" ეს რეკორდი ნამდვილად ხელშეუხებელია.
5. ყველაზე დაბალი დასწრება (3,039 - "უიმბლდონი" 1-3 "ევერტონი" - სელჰურსთ პარკი, 26 იანვარი, 1993 წელი) "უიმბლდონის" გულშემატკივარმა საყვარელი გუნდისადმი პროტესტი ამ გზით გამოხატა.
6. ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი (ჯონ ბარიჯი (სიტი) - 43 წლისა და 162 დღის "სიტი" Vs. "ქპრ", 14 მაისი 1995 წელი) ბევრუ თქვენგანი, შესაძლოა, ფიქრობს, რომ ამ რეკორდის მფლობელი ბრედ ფიდელი, ტედი შერინგამი, და ან მარკ შვარცერია, მაგრამ არა, 43 წლის ჯონ ბარიჯი ამ მაჩვენებლით საუკეთესოა.
7. ყველაზე სწრაფი გოლი (7.69 წამი - შეინ ლონგი "საუთჰემპტონი" Vs. "უოტფორდი", 23 აპრილი, 2019 წელი) ირლანდიელ ფორვარდს, შეინ ლონგს 8 წამიც არ დასჭირდა იმისთვის, რომ გასულ სეზონში "უოტფორდის" კარი აეღო.
8. ყველაზე სწრაფი ჰეთ-თრიქი (2 წუთი და 56 წამი, სადიო მანე - "საუთჰემპტონი" Vs. "ასტონ ვილა" - 2015 წლის 16 მაისი) "საუთჰემპტონის" კიდევ ერთი წარმომადგენელი, რომელსაც უკვე 3 გოლის სწრაფად გატანაში აქვს დამყარებული რეკორდი. სენეგალელმა მანემ არასრულ 3 წუთში "ასტონ ვილას" ჰეთ-თრიქი შეუსრულა.
9. მწვრთნელობის ყველაზე ხანგძლივი პერიოდი ერთ გუნდში (არსენ ვენგერი - 21 წელი და 224 დღე - "არსენალი") ვინ თუ არა ვენგერი - არსენი "მეთოფეებს" 1996 წლის 1 ოქტომბრიდან, 2018 წლის 13 მაისამდე ხელმძღვანელობდა.
10. ყველაზე მეტი სეზონი გატანილი გოლით (რაიან გიგსი - 21 სეზონი) ლეგენდარული უელსელი 1992/93 წლების სეზონიდან 2012/13-მდე ახერხებდა სეზონში ერთი გოლის გატანას მაინც.

სხვა სტატიები