Belive

პრემიერლიგის 100-იანები

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ინგლისის "პრემიერლიგაში" Boxing Day გაიმართა და ამით პირველი წრე დასრულდა.  ლონდონის "ჩელსიმ" სტუმრად "უოტფორდს" 1:2 მოუგო. დუბლი გაიფორმა ედენ აზარმა. ბელგიელმა ფეხბურთელმა ახალ მწვერვალს მიაღწია. ის გახდა მეათე მოთამაშე, რომელმაც "ჩელსის" შემადგენლობაში 100 და მეტი ბურთი გაიტანა. მას 101 გოლი დაუგროვდა. "ჩელსის" 100-იანთა კლუბი კი ასე გამოიყურება:
  1. ჯორჯ ჰილსდონი (1906-1912) - 107 გოლი
  2. ჯორჯ მილსი (1929-1943) - 123 გოლი
  3. როი ბენტლი (1948-1956) - 150 გოლი
  4. ჯიმი გრივსი (1957-1961) - 132 გოლი
  5. ბობი თამბლინგი (1959-1970) - 202 გოლი
  6. პიტერ ოსგუდი (1964-1974 ; 1978-1979) - 150 გოლი
  7. კერი დიქსონი (1983-1992) - 193 გოლი
  8. ფრენკ ლამპარდი (2001-2014) - 211 გოლი
  9. დიდიე დროგბა (2004-2012 ; 2014-2015) - 164 გოლი
  10. ედენ აზარი (2012 - ) - 101 გოლი
  გარდა ედენ აზარისა, "პრემიერლიგის" 100-იანთა კლუბს "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი შეუერთდა. გერმანელ სპეციალისტს 100 მოგება დაუგროვდა. კლოპმა მერსესაიდული გრანდის რიგებში 100 შეხვედრა უფრო სწრაფად მოიგო, ვიდრე  ლეგენდარულმა ბილ შენკლიმ და ბობ პეისლიმ. კლოპს ამისათვის მხოლოდ 181 შეხვედრა დასჭირდა. იურგენ კლოპის შედეგი"ლივერპულის ისტორიაში საუკეთესო არ არის. მას ორი სპეციალისტი უსწრებს. პირველი რაფა ბენიტესია, რომელსაც "წითლებში" 100 თამაშის მოსაგებად 174 შეხვედრა დასჭირდა, ხოლო საუკეთესო შედეგი  კენი დალგლიშს ეკუთვნის. მან 100 თამაშის მოგება 159 შეხვედრაში შეძლო.

სხვა სტატიები