Belive

პრემიერლიგის 2020-2021 წლების სეზონის საუკეთესო მწვრთნელად გვარდიოლა დასახელდა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მანჩესტერ სიტის'' მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა პრემიერლიგის გასული სეზონის საუკეთესო სპეციალისტად დასახელდა. ინფორმაციას ტურნირის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. ჯილდოს მოსაპოვებლად, გვარდიოლას გარდა, მარსელო ბიელსა (ლიდსი), დევიდ მოიესი (ვესტ ჰემი), ბრენდან როჯერსი (ლესტერი) და ოლე-გუნარ სოლსკიაერი (მან. იუნაიტედი) იბრძოდნენ. გასულ სეზონში გვარდიოლამ ,,მანჩესტერ სიტისთან'' ერთად ინგლისის პრემიერლიგა მოიგო. ესპანელი სპეციალისტი ინგლისის უმაღლესი ჩემპიონატის საუკეთესო მწვრთნელად კარიერაში მესამედ დაასახელეს.



 

სხვა სტატიები