Belive

პრემიერლიგის ახალი სეზონის დაწყების თარიღი ცნობილია 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის პრემიერლიგის 2020/2021 წლების სეზონის კალენდარი ცნობილია. ელიტარული ინგლისური დივიზიონის ახალი გათამაშება 12 სექტემბერს დაიწყება. მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის პანდემიამ წინა სეზონი შეაჩერა და ჩემპიონატი ივლისის ბოლოს დასრულდა, მომდევნო გათამაშებაში კალენდარი შემჭიდროვებული იქნება და ტურნირი ტრადიციულად, მაისში დასრულდება. პრემიერლიგის ბოლო, 38-ე ტურის შეხვედრები 23 მაისს უნდა გაიმართოს. ჯერჯერობით უცნობია კონკრეტული შეხვედრების თარიღი და არც ის გარკვეულა, თუ რომელი დაპირისპირება გახსნის სეზონს, თუმცა პრემიერლიგის ოფიციალური ვებ-გვერდი გვპირდება, რომ ამ ინფორმაციას არაუგვიანეს 21 აგვისტოსა მოგვაწვდის. 2019/20 წლების სეზონის გამარჯვებული "ლივერპული" გახდა - იურგენ კლოპის გუნდმა 99 ქულა დააგროვა და უახლოეს მდევარ "მანჩესტერ სიტის" 18-ით გაასწრო.

სხვა სტატიები