Belive

პრემიერლიგის გრანდების ახალი მეკარეების სტატისტიკა

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა პრემიერლიგის გუნდებმა ნაყოფიერად გამოიყენეს. "ლივერპულმა", "ჩელსიმ" და "არსენალმა" ახალი მეკარეები შეიძინეს. სამივე გუნდმა ერთად 158 მილიონი ფუნტი სტერლიმნგი დახარჯა.

ალისონ ბეკერი

მერსესაიდულმა გრანდმა "რომადან" ალისონ ბეკერი გადმოიყვანა. ბრაზილიელმა მეკარემ მსოფლიოს ჩემპიონატზეც კარგი შთაბეჭდილება დატოვა. "ლივერპულმა" მასში 72 მილიონი ფუნტი გადაიხადა. მიმდინარე სეზონში  პრემიერლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე ყველა შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. მატჩი: 10 წუთი: 900 მშრალად შენახული კარი: 5 გაშვებული ბურთი: 6 დარტყმა: 31 სეივი: 25 სეივების პროცენტულობა: 80.65%
 

კეპა არისაბალაგა

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს იაქტიურა "ჩელსიმაც". ლონდონელებმა "ბილბაოდან" კეპა არისაბალაგა 67 მილიონ ფუნტად შეიძინეს. ესპანელმა მეკარემ პრემიერლიგასა და ევროპა ლიგაზე ყველა შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში ჩაატარა. მატჩი: 10 წუთი: 900 მშრალად შენახული კარი: 6 გაშვებული ბურთი: 5 დარტყმა: 27 სეივი: 22 სეივების პროცენტულობა: 81.48%
 

ბერნდ ლენო

"ჩელსისა" და "ლივერპულს" არ ჩამორჩა არც "არსენალი". ლონდონელებმა გერმანელი კარის დარაჯი, ბერნდ ლენო ლევერკუზენის "ბაიერიდან" შეიძინეს. "მეთოფეებმა" ლენოში 19 მილიონი ფუნტი გადაიხადეს. "არსენალის" ძირითად მეკარედ ჯერ ისევ პეტერ ჩეხი ითვლება, თუმცა ჩეხმა მეკარემ ტრავმა მიიღო და ის სწორედ ლენომ ჩაანაცვლა. ამ სეზონში გერმანელს არც ისე ბევრი შეხვედრა დაუგროვდა. მატჩი: 5 წუთი: 450 მშრალად შენახული კარი: 1 გაშვებული ბურთი: 4 დარტყმა: 19 სეივი: 15 სეივების პროცენტულობა: 78.95%
  ჯერჯერობით მთელი სეზონი წინ არის და ვნახოთ გაამართლებენ თუ არა გაცემულ ავანსებს მეკარეები.

სხვა სტატიები