Belive

პრემიერლიგის გუნდებმა ჩემპიონატის განახლების უფლება მიიღეს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრემიერლიგის გუნდებმა ჩემპიონატის განახლების უფლება მიიღეს. ინგლისში ფეხბურთი, სავარაუდოდ, პირველი ივნისიდან დაბრუნდება. როგორც ცნობილია, დარჩენილი მატჩები დახურულ კარს მიღმა გაიმართება. გარდა ამისა, შეხვედრები ნეიტრალურ სტადიონზე ჩატარდება. შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგა 10 მარტს შეჩერდა. ჩატარებული 29 ტურის შემდეგ პირველ ადგილზე "ლივერპულია", რომელსაც ტიტულის მოსაგებად მხოლოდ 2 მოგება სჭირდება.  

სხვა სტატიები