Belive

პრემიერლიგის ისტორიაში პირველად!

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის უმაღლესი დივიზიონი, იგივე პრემიერლიგა, ხმაურიანი და ძვირიანი ტრანსფერებით გამოირჩევა, სატრანსფერო ფანჯარა ისე არ გაივლის, რომ პრემიერლიგის ბინადრებმა რამდენიმე ვარსკვლავი არ შეიძინონ და მათში უამრავი თანხა არ გადაიხადონ, თუმცა არსებობს გამონაკლისებიც. საქმე იმაშია, რომ მაურისიო პოჩეტინოს მიერ გაწვრთნილი "ტოტენჰემი" ზედიზედ მეორე სატრანსფერო ფანჯარაა რაც არავის ყიდულობს, ეს კი პრემიერლიგის რეკორდია, რადგან არც ერთ გუნდს აქამდე ორი სატრანსფერო ფანჯარა ზედიზედ არ გამოუტოვებია. ბრიტანულ პრესას კი სპეკულაციებისთვის საბაბი მიეცა, წამყვანი ტაბლოიდების თქმით, პოჩეტინო სერიოზულად ფიქრობს "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლაზე და "დეზების" ხელმძღვანელობაც ახალი მწვრთნელის მოსვლამდე არ გეგმავს ფეხბურთელების ტყუილად შეძენას, თანაც უნდა გავითვალისწინოთ, რომ "ტოტენჰემს" ძირითადი შემადგენლობის წევრები ჰარი კეინი და დელე ალი მარტის შუამდე გამოაკლდნენ და მიუხედავად ამ დიდი დანაკლისისა "უაით ჰართ ლეინის" ბინადრებს არავინ უყიდიათ.

სხვა სტატიები