Belive

პრემიერლიგის კლუბების ყველაზე ცნობილი გულშემატკივრები 

4 წლის წინ ფეხბურთი
5 წთ
ფეხბურთს და განსაკუთრებით პრემიერლიგას მსოფლიოში მილიონობით გულშემატკივარი ჰყავს, მაგრამ საინტერესოა, ვინ არიან ელიტარული ინგლისური დივიზიონის კლუბების ყველაზე ცნობილი გულშემატკივრები. "არსენალი" - დედოფალი ელიზაბეტ მეორე  ბრიანტელმა პოლიტიკოსმა ჯერემი კორბინმა 2016 წელს გაამხილა რომ ბრიტანეთის დედოფალი იმავე კლუბის გულშემატკივარია, რომლისაც დედამისი: "დედოფალი მთელ პოლიტიკაზე მაღლა დგას და შესაძლოა ფეხბურთზეც, მაგრამ მას მაინც აქვს ერთი პატარა საიდუმლო, რომ ის მეთოფეა".
elizabeth queen-ის სურათის შედეგი"
"ასტონ ვილა" - პრინცი უილიამი  "კემბრიჯის ჰერცოგმა სკოლაში სწავლის პერიოდში "ასტონ ვილას" მხარდაჭერა არჩია, რადგანაც მას მეგობრებისგან განსხვავებულობა სურდა, რომლებიც მხოლოდ "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ჩელსის" შორის აკეთებდნენ არჩევანს. ის წინა სეზონის ბოლოს, უემბლიზე ჩემპიონშიფის ფლეი-ოფის ფინალსაც ესწრებოდა, რომელშიც ბირმინგემელებმა "დერბის" აჯობეს.
No description available.
"ბორნმუთი" - სეთ როგენი კანადელი მსახიობი, რომელიც განსაკუთრებით ცნობილი ფილმებით "ძალიან ცუდი" და "ეს არის დასასრული" გახდა, "ალუბლების" გულშემატკივარია.
seth rogen bournemouth-ის სურათის შედეგი"
"ბრაიტონი" - ნორმან კუკი  იგივე "ფეტბოი სლიმი" მრავალი წელია ალბიონელების გულშემატკივარია და პირველი არტისტია, რომელმაც "ამექს არენაზე" კონცერტი გამართა.
No description available.
"ბარნლი" - ჯიმი ანდერსონი  ინგლისელი კრიკეტის მოთამაშე ბარნლიში დაიბადა და ბავშვობიდან მშობლიური ქალაქის საუკეთესო გუნდს ქომაგობს.
Jimmy Anderson-ის სურათის შედეგი"
"ჩელსი" - გორდონ რემზი  ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრიტანელი მზარეული წარმოშობით შოტლანდიელია და ბავშვობაში "რეინჯერსს" გულშემატკივრობდა, ლონდონში გადმოსვლის შემდეგ კი, ორ კლუბს შორის არსებული მჭიდრო მეგობრობის გამო, "არისტოკრატები" არჩია.
No description available.
"ევერტონი" - პოლ მაკარტი "დიდებული ოთხეულის" წევრმა წარსულში დადებითი დამოკიდებულება "ლივერპულის" მიმართაც გამოხატა, მაგრამ უფრო ძლიერი გრძნობები მას ქალაქის მეორე კლუბის მიმართ აკავშირებს. ერთხელ "ბიტლზების" ლეგენდამ თქვა: "მამაჩემი ევერტონში დაიბადა, ჩემი ოჯახი ნამდვილი ევერტონელები არიან, დერბიში და ასოციაციის თასის ფინალში მე ლურჯ ფერს ავირჩევ".
Everton - Paul McCartney-ის სურათის შედეგი"
"ლესტერი" - გარი ლინეკერი  "ბარსელონას", "ტოტენჰემის" და ინგლისის ნაკრების ლეგენდა ლესტერში დაიბადა და მელიების მაისურით თითქმის 200-ჯერ ითამაშა. 2016 წელს, საყვარელ გუნდს სენსაციურად მოპოვებული პრემიერლიგის თასი სწორედ ლინეკერმა გადასცა.
No description available.
"ლივერპული" - ბრედ პიტი  მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სიმპატიური მამაკაცი თანამედროვეობის ყველაზე მიმზიდველი გუნდითაა მოხიბლული. 2011 წლის ინტერვიუში ოსკაროსანი მსახიობი ამბობს: "ჩემი რამდენიმე ახლო მეგობარი "ლივერპულის" მხარდამჭერია, თუ სხვა გზით წავალ, მაშინ მეგობრებს დავკარგავ". მერსისაიდელებს კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი და მსახიობი სამუელ ელ ჯექსონიც გულშემატკივრობენ.
liverpool brad pitt-ის სურათის შედეგი"
"მანჩესტერ სიტი" - ნოელ და ლიამ გალაჰერი  "ოაზისის" ვარსკვლავები არაერთი აქტივობით არიან დაკავებულნი, თუმცა "ქალაქელთა" ქომაგობა მათი საყვარელი საქმიანობაა.
No description available.
"მანჩესტერ იუნაიტედი" - უსეინ ბოლტი  მსოფლიოს ყველაზე სწრაფი მამაკაცი "მანჩესტერ იუნაიტედის" ქომაგია და წლების განმავლობაში ამ კლუბის მაისურის მორგებაზე ოცნებობდა. ხანმოკლე საფეხბურთო კარიერაში მან მიზანს ვერ მიაღწია. "მთელი ცხოვრება დიადი ოცნებები მქონდა, ერთ-ერთი მათგანი "წითელი ეშმაკების" მაისურით თამაში იყო. თუნდაც ხუთ ან ერთ მატჩში რომ მათამაშა, უბედნიერესი ადამიანი ვიქნებოდი",-თქვა ბოლტმა 2011 წელს.
No description available.
"ნიუკასლი" - ანტი და დეკი პოპულარული შოუმენები მრავალი წელია "კაჭკაჭებს" გულშემატკივრობენ და ზაფხულში, რაფაელ ბენიტესის წასვლას ემოციურად განიცდიდნენ. "დამღუპველია. ჩვენი ხელმძღვანელობის სირცხვილი. მადლობა რაფაელ ბენიტესს, მაიკ ეშლი, დატოვე ჩვენი კლუბი",-დაწერეს მათ Twitter-ზე.
No description available.
"ნორვიჩი" - ჰიუ ჯეკმანი  ამერიკელი მუსიკოსის დედა ინგლისელია და კვლავაც ნორვიჩში ცხოვრობს. "ეს გუნდი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, ამ ქალაქთან ძალიან ბევრი კარგი მოგონება მამახსოვრებს. იქ ხშირად ვბრუნდები და კლუბის შედეგებს ყოველთვის ვაკვირდები".
hugh Jackman-ის სურათის შედეგი"
"შეფილდ იუნაიტედი" - ჯესიკა ენის-ჰილი  ევროპის, მსოფლიოს და ოლიმპიური ჩემპიონი მძლეოსნობაში "შეფილდის" გულშემატკივარია.
No description available.
"საუტჰემპტონი" - კრეიგ დევიდი  ბრიტანელი მუსიკოსი სამხრეთში დაიბადა და მრავალი წელია თავისი სამშობლოს გუნდს გულშემატკივრობს.
Southampton - Craig David-ის სურათის შედეგი"
"ტოტენჰემი" - ადელი  გრემის გამარჯვებულმა მუსიკოსმა 2016 წელს გამართულ კონცერტზე "დეზების" მიმართ სიყვარული გაასაჯაროვა.
No description available.
"ოუტფორდი" - ელტონ ჯონი  იგი მრავალი წელია "უოტფორდის" არამხოლოდ გულშემატკივარი არამედ ხელმძღვანელობის წარმომადგენელიც კია. ის 1976 წელს კლუბის დირექტორი და აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარეც გახდა. 2014 წელს, "ვიქერეიჯ როუდზე" სერ ელტონ ჯონის ტრიბუნაც გახსნეს.
No description available.
"ვესტ ჰემი" - ბარაკ ობამა  ამერიკის 44-ე პრეზიდენტის ისტორია ბრიტანულმა გამოცემა metro-მ გაამხილა: "პრეზიდენტის და აღმოსავლეთ ლონდონში ცხოვრობს, ის და მისი ოჯახის წევრები "ჩაქუჩების" ერთგული მხარდამჭერები არიან. ლონდონში ვიზიტისას, ობამა ოჯახის წევრებთან ერთად "ვესტ ჰემის" მატჩს დაესწრო".
West Ham - Barack Obama-ის სურათის შედეგი"
"ვულვზი" - რობერტ პლანტი  "ლედ ზეპელინის" სოლისტი ხუთი წლის ასაკიდან "ვულვზს" ქომაგობს და ამაზე თავადაც საუბრობს: "5 წლის ვიყავი, როცა მამაჩემმა ბილი ვრაითმა სტადიონზე პირველად წამიყვანა. მიხარია, რომ მან ეს გააკეთა".
Wolves - Robert Plant-ის სურათის შედეგი"

სხვა სტატიები