პრემიერლიგის ნოემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელი ცნობილია 

ინგლისის პრემიერლიგის ნოემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად “ვულვერჰემპტონის” თავდამსხმელი რაულ ხიმენესი დასახელდა.

ინგლისის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის გამოკითხვაში 28 წლის პორტუგალიელმა პირველად გაიმარჯვა.

წინა თვეში, “მგლებმა” 4 შეხვედრა ჩაატარეს და 8 ქულა მოიპოვეს. თავად ხიმენესმა 3 გოლის გატანა და 1 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.

ნუნუ ესპირიტუ სანტუს გუნდი 20 ქულით მეექვსე ადგილზე იმყოფება.

 

(61)

პრემიერლიგის ნოემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელი ცნობილია 

სტატიის ავტორი
-