Belive

პრემიერლიგის პირველი ნახევრის სიმბოლური გუნდი ცნობილია

5 წლის წინ ფეხბურთი
5 წთ
"პრემიერლიგის" 18 ტური უკვე მიილია, თუმცა სხვა ჩემპიონატებისგან განსხვავებით, ინგლისში საახალწლოდ არ ისვენებენ და მატჩები გრძელდება. დასახელდა პირველი ნახევრის სიმბოლური გუნდი.

მეკარე - ალისონი (ლივერპული)

ბრაზილიელი მეკარე, ალისონ ბეკერი "პრემიერლიგაში" მიმდინარე სეზონის წინ გადავიდა და უკვე ერთ-ერთ საუკეთესო კარის დარაჯად ითვლება. "ლივერპულს" ყველაზე ნაკლები, 7 ბურთი აქვს გაშვებული და თამაში ჯერ არ წაუგია. ალისონიც, რა თქმა უნდა, დამსახურებულად მოხვდა სიმბოლურ გუნდში.

მარჯვენა მცველი - სეზარ ასპილიკუეტა (ჩელსი)

ლონდონის "ჩელსის" ფეხბურთელი კარგ სეზონს ატარებს. ის მიმდინარე სეზონში სტაბილურად თამაშობს და დაცვის ხაზის ერთ-ერთი ლიდერია. ესპანელს 2 საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული.

ცენტრალური მცველი - ვირჯილ ვან დაიკი (ლივერპული)  

"ლივერპულის" ჰოლანდიელი მცველი, ვირჯილ ვან დაიკი საოცარ ფორმაშია. მას კედელს ადარებენ და მისი მოტყუება წარმოუდგენელია. ვირჯილი, როგორც მას მაისურზე აწერია, გუნდის ლიდერი და დაცვის ბურჯია. მას 1 ბურთი აქვს გატანილი და 1 საგოლე გადაცემა გაკეთებული. მეორე სართულზე ორთაბრძილაში ვან დაიკი შეუდარებელია.
Virgil-van-Dijk

ცენტრალური მცველი - აიმერიკ ლაპორტე (მანჩესტერ სიტი)

"მანჩესტერ სიტის" ცენტრალური მცველი მუდმივად ძირითად შემადგენლობაში თამაშობს. პეპ გვარდიოლას დაცვის ცენტრალური ხაზის როტაციის საშუალება აქვს, თუმცა ლაპორტი ბოლო პერიოდში შეუცვლელი ფიგურაა. ფრანგმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში 1 ბურთი გაიტანა.

მარცხენა მცველი - ენდრიუ რობერტსონი (ლივერპული)

ენდრიუ რობერტსონი იურგენ კლოპის აღმოჩენილია. მარცხენა მცველი "ლივერპულის" შეუცვლელ ფიგურად იქცა. მშრომელი, ტექნიკური, სწრაფი და საიმედო ფეხბურთელი მარცხენა ფლანგს სრულად აკონტროლებს. მიმდინარე სეზონში მას უკვე 3 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.

ცენტრალური ნახევარმცველი - ლუკას ტორეირა (არსენალი)

ურუგვაელი ნახევარმცველი "არსენალმა" ზაფხულში შეიძინა. თავიდან თითქოს გუნდთან შეწყობა გაუჭირდა, თუმცა დროთა განმავლობაში ტორეირა გაიხსნა და ათამაშდა. ის მუდმივად ძირითად შემადგენლობაში თამაშობს. უნაი ემერი მას ენდობა. მიმდინარე სეზონში ტორეირამ 2 ბურთი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. ასე რომ შემთხვევითი არ არის მისი სიმბოლურ გუნდში მოხვედრა.

მარცხენა შემტევი ნახევარმცველი - პიერ ემენიკ ობამეიანგი (არსენალი)

გაბონელი შემტევი მიმდინარე სეზონში ათამაშდა და გუნდის ლიდერად იქცა. ის "პრემიერლიგის"  ბომბარდირიცაა. ობამეიანგმა მიმდინარე სეზონში უკვე 12 ბურთი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. ის 1 ბურთით უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ სალაჰსა და კეინს.

მარჯვენა შემტევი ნახევარმცველი - ედენ აზარი (ჩელსი)

ბელგიის ნაკრებისა და ლონდონის "ჩელსის" ლიდერი, ედემ აზარი, რა თქმა უნდა, სიმბოლურ გუნდში მოხვდა. აზარი მიმდინარე კვირაში ბელგიის საუკეთესო სპორტსმენადაც აღიარეს. ასე რომ ლოგიკური და სამართლიანია მისი აქ ხილვა. აზარმა მიმდინარე სეზონში 8 ბურთი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა.

შემტევი ნახევარმცველი - მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) 

"ლივერპულის" ლიდერი, მოჰამედ სალაჰი წელსაც კარგად გამოიყურება. ის წინა სეზონის გმირი იყო. ეგვიპტელი შედეგიანობით არც ამ სეზონში დაიკვეხნის. შემტევი ტრიო სალაჰის, ფირმინიოსა და მანეს შემადგენლობით ძალიან შედეგიანია. სალაჰმა მიმდინარე სეზონში უკვე 11 ბურთი გაიტანა და ერთით ჩამორჩება ბომბარდირ ობამეიანგს. ამასთან, სალაჰს 5 საგოლე გადაცემაც აქვს გაკეთებული.

შემტევი ნახევარმცველი - რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი)

"მანჩესტერ სიტის" შემტევი ფეხბურთელი, სტერლინგი კარგ სეზონს ატარებს. ის "პრემიერლიგის" ნოემბრის თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს და გასაკვირიც არ არის, რომ სიმბოლურ გუნდში მოხვდა. სტერლინგმა მიმდინარე სეზონში 9 ბურთი გაიტანა და 6 საგოლა გადაცემა გააკეთა.

ცენტრალური თავდამსხმელი - ჰარი კეინი (ტოტენჰემი)

კეინი საოცარ ფორმაშია. ინგლისელი თავდამსხმელი მოედანს გატანილი ბურთის გარეშე თითქმის არ ტოვებს. მას 11 ბურთი აქვს გატანილი და 3 საგოლე გადაცემა გაკეთებული.
 

სხვა სტატიები