Belive

პრემიერლიგის ყველა კლუბის საუკეთესო მოთამაშე მიმდინარე სეზონის სტატისტიკის მიხედვით

4 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ
პრემიერ ლიგის სეზონი ჩაშლის პირსაა. გულშემატკივარმა იმედი უნდა იქონიოს, რომ ვირუსი გადაივლის და საფეხბურთო სამყარო ჩვეულ კალაპოტში ჩადგება. დღევადნელ სტატიაში გათავაზობთ პრემიერლიგის ყველა კლუბის საუკეთესო მოთამაშე მიმდინარე სეზონის სტატისტიკის მიხედვით. "არსენალი" - ნიკოლას პეპე - 7.9 ლონდონელთა ახალწვეული საუკეთესო სტატისტიკით არ გამოირჩევა, მაგრამ შეფასებების მიხედვით სწორედ პეპე არის საუკეთესო.
1
"ასტონ ვილა" - ჯეკ გრილიში - 7.33 "ასტონ ვილა" მიმდინარე სეზონში არ ბრწყინავს, მაგრამ თუ კი ვინმეს გამორჩევა შეიძლება, ეს სწორედ ჯეკია.
"ბორნმუთი" - ფილიპ ბილინგი - 7 სეზონის დასაწყისში ბილინგი "ბორნმუთმა" 15 მილიონ ევროდ შეიძინა. დანიელი ფეხბურთელი, "ბორნმუთის" რიგებში აშკარად გამორჩეული ფეხბურთელია.
"ბრაიტონი" - დან ბარნი - 6.95 არცერთ "ბრაიტონის" ფეხბურთელს არ აქვს 7 ქულიანი შეფასება. ბარნმა წინა სეზონი იჯარის წესით "უიგანში" გაატარა და წელს დაბრუნდა გუნდში. მიმდინარე სეზონში დან ბარნი გამორჩეულ ფეხბურთელად ითვლება.
"ბარნლი" - ჯეიმს ტარკოვსკი - 7.11 მიმდინარე სეზონში ტარკოვსკი  5-ჯერ გახდა მატჩის საუკეთესო მოთამაშე. ჯეიმსი "ბარნლის" რიგებში გამორჩეული ფეხბურთელია.
"ჩელსი" - ვილიანი - 7.25 ბევრისთვის მოულოდნელად, სწორედ ბრაზილიელი გამოირჩევა შეფასებებით. მიუხედავად ტამი აბრაჰამის შესანიშნავი თამაშისა, ვილიანი შეფასებების მიხედვით საუკეთესოა.
"კრისტალ პალასი" - ვილფრიდ ზაჰა - 7.06 ზაჰას საუკეთესო სეზონი არ აქვს. მის ანგარიშზე მხოლოდ 8 გოლია, მაგრამ ეს მაჩვენებელი საკმარისია იმისთვის, რომ გუნდში საუკეთესო იყოს.
"ევერტონი" - რიჩარლისონი - 7.32 ბრაზილიელ ფეხბურთელს 10 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემა დაუგროვდა. რიჩარლისონი "ევერტონში" ყველაზე ეფექტური ფეხბურთელია.
"ლესტერი" - რიკარდო პერეირა - 7.50 მიმდინარე სეზონში, სტატისტიკის მიხედვით, რიკარდო პერეირა საუკეთესო ფლანგის მცველია.
"ლივერპული" - სადიო მანე - 7.50 "მერსისაიდელები" საოცარ სეზონს ატარებენ და მათი გამორჩეული ფეხბურთელი სადიო მანე გახლავთ. სენეგალელის ანგარიშზე 14 გოლი და 9 ასისტია.
"მანჩესტერ სიტი" - კევინ დე ბრუინი - 7.92 ბელგიელი ფეხბურთელი დაფრინავს. კევინი "ქალაქელების" რიგებში ნამდვილად საუკეთესოა.
"მანჩესტერ იუნაიტედი" - მარკუს რაშფორდი - 7.34 მიუხედავად იმისა, რომ რაშფორდს დიდი ხანია ტრავმა აქვს, იგი მაინც საუკეთესოა "ეშმაკების" რიგებში.
"ნიუკასლი" - ალანი - 7.18 ალანი ისეთ კარგ ფეხბურთს თამაშობს, რომ ზაფხულში  "ნიუკასლის" ბოსებს, მის შესანარჩუნებლად დიდი ძალისხმევა დასჭირდებათ.
"ნორვიჩი" - ემილიანო ბუენდია - 7 "შეფილდი" - კრის ბაშამი - 7 "საუთჰემპტონი" - ჯეიმს ვარდ-პროუსი - 7.09 "ტოტენჰემი" - ჰარი კეინი - 7.30 ინგლისელ ფეხბურთელს ფაქტიურად ნახევარი სეზონი გაუცდა, მაგრამ ტრავმამდე კეინი ისეთ ფეხბურთს თამაშობდა, რომ კლუბში დღემდე საუკეთესოა.
"უოტფორდი" - ტროი დინი - 7.14 "ვესტ ჰემი" - სებასტიან ჰალერი - 7.21 ლონდონელებს ჰალერი 45 მილიონი ევრო დაუჯდათ. ფეხბურთელი კი გაცემულ ავანსებს, ამართლებს.
"ვულვერჰემპტონი" - ადამა ტრაორე - 7.61 ტრაორე მიმდინარე სეზონში გუნდის ნამდვილ ლიდერად იქცა. ადამას ანგარიშზე 11 გოლია.
Southampton FC v Wolverhampton Wanderers - Premier League
 

სხვა სტატიები