Belive

პრემიერლიგის სატურნირო ცხრილი საუკეთესო ბომბარდირების გარეშე 

4 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
ინგლისის პრემიერლიგაში საჩემპიონო მარათონი დასასრულს უახლოვდება. ჩემპიონი თითქმის გარკვეულია, გამოკვეთილია ის გუნდებიც, ვინც მომავალი სეზონიდან გამოსვლას ჩემპიონშიფში გააგრძელებს, მთავარ ინტრიგას კი ევროზონის დაკომპლექტება წარმოადგენს. საინტერესოა, როგორი იქნებოდა ინგლისის ელიტარული დივიზიონის სატურნირო ცხრილი იმ შემთხვევაში, თუ ყველა გუნდის შედეგს საუკეთესო ბომბარდირების მიერ გატანილ გოლებს და ამ გზით მოპოვებულ ქულებს გამოვაკლებთ. ლიდერობას კვლავაც იურგენ კლოპის მონსტრები შეინარჩუნებდნენ, თუმცა ოთხეულში ცვლილებები იქნებოდა, აი ლონდონის "არსენალი" კი თავს გასავარდნ ზონაში ამოყოფდა.
No description available.
1. "ლივერპული" - 67 ქულა (ამჟამინდელი ქულა: 73. მოჰამედ სალაჰი: 6) 2. "მანჩესტერ სიტი" - 43 ქულა (ამჟამინდელი ქულა: 51, სერხიო აგუერო: 8) 3. "ლესტერი" - 41 ქულა (ამჟამინდელი ქულა: 49, ჯეიმი ვარდი - 8 ) 4. "შეფილდ იუნაიტედი" - 34 ქულა (ამჟამინდელი ქულა: 39, ჯონ ფლეკი: 5) 5. "ჩელსი" - 28 ქულა (ამჟამინდელი ქულა: 41, ტემი აბრაჰამი: 13) 6. "ტოტენჰემი" - 27 ქულა (ამჟამინდელი ქულა: 37, ჰარი კეინი: 10)
No description available.
7. "ევერტონი" - 27 ქულა (ამჟამინდელი ქულა: 36, დომინიკ კალვერტ-ლუინი: 9) 8. "მანჩესტერ იუნაიტედი" - 25 ქულა (ამჟამინდელი ქულა: 35, მარკუს რაშფორდი: 10) 9. "ნიუკასლი" - 25 ქულა (ამჟამინდელი ქულა: 31, ჯომჯო შელვი: 6 ქულა)
No description available.
10. "ბარნლი" - 24 ქულა (ამჟამინდელი ქულა: 31, კრის ვუდი: 7) 11. "ბორნმუთი" - 23 ქულა (ამჟამინდელი ქულა: 26, კალუმ ვილსონი: 3) 12. "უოტფორდი" - 24 ქულა (ამჟამინდელი ქულა: 24, ტროი დინის ქულა: 0) 13. "ვულვზი" - 21 ქულა (ამჟამინდელი ქულა: 35, რაულ ხიმენესი: 14) 14. "კრისტალ პალასი" - 21 ქულა (ამჟამინდელი ქულა: 30, ჯორდან აიუ: 9) 15. "ბრაიტონი" - 20 ქულა (ამჟამინდელი ქულა: 27, ნილ მერფი: 7) 16. "ვესტ ჰემი" - 20 ქულა (ამჟამინდელი ქულა: 24, სებასტიან ჰალერი: 4 ქულა) 17. "ასტონ ვილა" - 19 ქულა (ამჟამინდელი ქულა: 25, ჯეკ გრილიში: 6)
No description available.
18. "არსენალი" - 18 ქულა (ამჟამინდელი ქულა: 31, პიერ-ემერიკ ობამეიანგი: 13) 19. "საუტჰემპტონი" - 17 ქულა (ამჟამინდელი ქულა: 31, დენი ინგსი: 14 ქულა) 20. "ნორვიჩი" - 11 ქულა (ამჟამინდელი ქულა: 18, ტიმუ პუკი: შვიდი)

სხვა სტატიები