Belive

პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელად რუბენ დიაში დაასახელეს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მანჩესტერ სიტის'' მცველი, რუბენ დიაში პრემიერლიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ინფორმაციას პრემიერლიგის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. დიაშის გარდა პრეტენდენტთა შორის კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი), ბრუნო ფერნანდეში (მანჩესტერ იუნაიტედი), ჯეკ გრილიში (ასტონ ვილა), ჰარი კეინი (ტოტენჰემი), მეისონ მაუნტი (ჩელსი), მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) და ტომაშ სოუჩეკი (ვესტ ჰემი) იყვნენ. პრემიერლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად კი ,,მანჩესტერ სიტის'' ნახევარმცველი, ფილ ფოდენი დასახელდა. ,,ქალაქელთა'' 21 წლის შემტევმა, გასულ სეზონში ინგლისის უმაღლეს ჩემპიონატში ჩატარებულ 28 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.



 

სხვა სტატიები