Belive

პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დე ბრუინე დასახელდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მანჩესტერ სიტის'' ნახევარმცველი, კევინ დე ბრუინე, პრემიერლიგის 2021-2022 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ბელგიელმა ჯილდო კარიერაში მეორედ მიიღო. მიმდინარე სეზონში 30 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე პრემიერლიგაში ჩატარებულ 29 შეხვედრაში 15 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა. პრემიერლიგაში სეზონის საუკეთესოდ გასულ წელს ,,სიტის'' კიდევ ერთი ფეხბურთელი - რუბენ დიაში დაასახელეს. ჩემპიონატის ბოლო, 38-ე ტურში მანჩესტერელები ,,ასტონ ვილას” უმასპინძლებენ. მოგების შემთხვევაში, გვარდიოლას გუნდი ინგლისის ჩემპიონი გახდება.


სხვა სტატიები